თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია რეალიზატორი

© photo: Sputnik / StringerЗадержание преступника
Задержание преступника - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2025
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 45 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მდმა"-ს შემცველი 992 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0