ლუკაშენკომ საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა და ახალი ელჩი დანიშნა

© photo : Press service of the President of Belarusალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2025
გამოწერა
ბელარუსები არასდროს ყოფილან ქართველი ხალხის მტრები, განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ
თბილისი, 23 მაისი - Sputnik. მინსკსა და თბილისს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა, განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ და აღნიშნა, რომ კმაყოფილია მომხდარი დადებითი ცვლილებებით.
ლუკაშენკომ ეს განაცხადა ნიკოლაი როგაშჩუკის საქართველოში ბელორუსის ელჩად დანიშვნისას. მანამდე როგაშჩუკი პრეზიდენტის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ლუკაშენკომ მისი წინამორბედი, ანატოლი ლისი, თანამდებობიდან 22 მაისს გაათავისუფლა.
„ჩვენი ურთიერთობები გაუმჯობესდა. ძალიან მიხარია, რომ ეს მოხდა. ქართველები ძალიან კარგად გვექცევიან. ისინი ძალიან აფასებენ ჩვენს ხალხს. ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ დამოკიდებულება კი მეტ-ნაკლებად ნორმალურია. დიახ, მათ ტვინი გამოურეცხეს, რომ ჩვენ მოწინააღმდეგეები, მეტოქეები და თითქმის მტრები ვართ“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
ბელარუსები არასდროს ყოფილან ქართველი ხალხის მტრები, განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
საქართველოში დიპლომატის შეცვლის შესახე საუბრისას ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ახალ ეტაპზე ახალი, აქტიური ადამიანია საჭირო.
„ბუნებრივია, ოდესღაც ელჩების შეცვლის დრო დგება. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ახალ ეტაპზე ახალი, ძალიან აქტიური ადამიანია საჭირო“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
საქართველოსა და ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წელს დამყარდა. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით წარმატებით ვითარდება 2015 წლიდან მოყოლებული – საქართველოში ლუკაშენკოს პირველი ოფიციალური ვიზიტის შემდეგ.
ქვეყნებს შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი. თბილისსა და მინსკს შორის პირდაპირი საავიაციო კავშირია დამყარებული. საქართველოს საელჩო მინსკში 2008 წლიდან ფუნქციონირებს. 2016 წლის დეკემბერში კი გაიხსნა ბელარუსის საელჩო თბილისში. პირველ ელჩად მიხეილ მიატლიკოვი დაინიშნა.
ყველა ახალი ამბავი
0