https://sputnik-georgia.com/20250523/-----wizz-air-----293473206.html
"ესტუმრე ბათუმს და შეიგრძენი წამი": Wizz Air-ის მგზავრები აჭარას ეცნობიან
"ესტუმრე ბათუმს და შეიგრძენი წამი": Wizz Air-ის მგზავრები აჭარას ეცნობიან
Sputnik საქართველო
აჭარის პოპულარიზაცია ავიკომპანიის საბორტო ჟურნალების ზაფხული-შემოდგომის ნომრებშიც იგეგმება. 23.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-23T12:31+0400
2025-05-23T12:31+0400
2025-05-23T12:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500304_0:161:3070:1888_1920x0_80_0_0_f52c650dcaf0186c90fe2494b68b9fc2.jpg
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის მილიონობით მგზავრს ბათუმში დასვენებისკენ მოუწოდებს. ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალ Wizz-ის გაზაფხულის გამოცემაში სტატია სათაურით "ესტუმრე ბათუმს და შეიგრძენი წამი" გამოქვეყნდა. როგორც სტატიის ავტორი წერს, ბათუმი კონტრასტების ქალაქია - „შავი ზღვის სანაპირო ზოლითა და კავკასიონის მთებით, მზითა და წვიმით, ისტორიითა და თანამედროვეობით, კულტურითა და თავგადასავლებით, რწმენებითა და ხედვებით, რიჟრაჟებითა და დაისებით". აჭარის პოპულარიზაცია ავიკომპანიის საბორტო ჟურნალების ზაფხული-შემოდგომის ნომრებშიც იგეგმება. ჟურნალი Wizz ორ თვეში ერთხელ გამოიცემა და ყოველთვიურად 10 მლნ-ზე მეტი მგზავრი ეცნობა. ჟურნალი მკითხველს უზიარებს ინფორმაციას საინტერესო და გამორჩეული ტურისტული პროდუქტების, ქალაქების, ქვეყნების შესახებ და აცნობს სიახლეებს მასპინძლობის ინდუსტრიიდან. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ფრენებს 200-ზე მეტი მიმართულებით 50-მდე ქვეყანაში ასრულებს. Wizz Air Georgia 2012 წლიდან ასრულებს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500304_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_aa81387188e5691f7e211c7dc159faf8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , ტურიზმი საქართველოში
"ესტუმრე ბათუმს და შეიგრძენი წამი": Wizz Air-ის მგზავრები აჭარას ეცნობიან
აჭარის პოპულარიზაცია ავიკომპანიის საბორტო ჟურნალების ზაფხული-შემოდგომის ნომრებშიც იგეგმება.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის მილიონობით მგზავრს ბათუმში დასვენებისკენ მოუწოდებს.
ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალ Wizz-ის გაზაფხულის გამოცემაში სტატია სათაურით "ესტუმრე ბათუმს და შეიგრძენი წამი" გამოქვეყნდა. როგორც სტატიის ავტორი წერს, ბათუმი კონტრასტების ქალაქია - „შავი ზღვის სანაპირო ზოლითა და კავკასიონის მთებით, მზითა და წვიმით, ისტორიითა და თანამედროვეობით, კულტურითა და თავგადასავლებით, რწმენებითა და ხედვებით, რიჟრაჟებითა და დაისებით".
„მოგზაურის აქაური მოგონებები ყოველთვის ღიმილით სავსეა, მოლოდინები კი გადაჭარბებული. ეწვიეთ ამ პატარა და მყუდრო ქალაქს და თავად გადაწყვიტეთ, ის ევროპის ფარული მარგალიტია თუ ყველა სეზონის დანიშნულების ადგილი. სადაც არ უნდა წახვიდეთ, დაიჭირეთ მომენტი და შეიქმენით დაუვიწყარი მოგონებები", - ნათქვამია სტატიაში.
აჭარის პოპულარიზაცია ავიკომპანიის საბორტო ჟურნალების ზაფხული-შემოდგომის ნომრებშიც იგეგმება. ჟურნალი Wizz ორ თვეში ერთხელ გამოიცემა და ყოველთვიურად 10 მლნ-ზე მეტი მგზავრი ეცნობა. ჟურნალი მკითხველს უზიარებს ინფორმაციას საინტერესო და გამორჩეული ტურისტული პროდუქტების, ქალაქების, ქვეყნების შესახებ და აცნობს სიახლეებს მასპინძლობის ინდუსტრიიდან.
უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ფრენებს 200-ზე მეტი მიმართულებით 50-მდე ქვეყანაში ასრულებს. Wizz Air Georgia 2012 წლიდან ასრულებს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.