https://sputnik-georgia.com/20250522/iusticiis-ministri-cinetis-elcs-sexvda-ra-ganixiles-mxareebma-293466033.html
იუსტიციის მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა: რა განიხილეს მხარეებმა
იუსტიციის მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა: რა განიხილეს მხარეებმა
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს. 22.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-22T16:06+0400
2025-05-22T16:06+0400
2025-05-22T16:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280618199_0:78:1600:978_1920x0_80_0_0_f872af801700d376675618827687d11c.jpg
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ გნაცხადებაში. უწყების ინფორმაციით, პაატა სალიამ ჭოუ ციენს სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, საელჩოს პირველი მდივანი ვანგ ტანი და საელჩოს ატაშე ჩენ ჩუეიპინი. საქართველო და ჩინეთი საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. 2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე). 2023 წელს საქართველოს 48.304 სტუმარი ეწვია ჩინეთიდან, რაც 55%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ივლისში 11,6%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280618199_98:0:1503:1054_1920x0_80_0_0_8ea776338391a0e5915fdc0e560d37b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა: რა განიხილეს მხარეებმა
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს.
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ გნაცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, პაატა სალიამ ჭოუ ციენს სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.
„საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს", – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, საელჩოს პირველი მდივანი ვანგ ტანი და საელჩოს ატაშე ჩენ ჩუეიპინი.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
2023 წელს საქართველოს 48.304 სტუმარი ეწვია ჩინეთიდან, რაც 55%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ივლისში 11,6%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.