https://sputnik-georgia.com/20250521/shss-2021-wlidan-dgemde-narkodanashaulistvis-19000-piria-dakavebuli-293449715.html
შსს: 2021 წლიდან დღემდე ნარკოდანაშაულისთვის 19 ათასი პირია დაკავებული
შსს: 2021 წლიდან დღემდე ნარკოდანაშაულისთვის 19 ათასი პირია დაკავებული
Sputnik საქართველო
ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემული პირებიდან დაახლოებით 1 000 პირი ნარკორეალიზატორია. 21.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-21T13:00+0400
2025-05-21T13:00+0400
2025-05-21T13:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
სტატისტიკა
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252350162_0:11:2738:1551_1920x0_80_0_0_123c476351731261a31988e256166712.jpg
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლიდან 2025 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის 19 ათასი პირი მისცა პასუხისგებაში, განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ტელეკომპანია „პირველი არხის“ ეთერში. საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის აპრილში მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ნარკოდანაშაულზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, ცვლილება მიზნად ისახავს ნარკოტიკული დანაშაულების შემადგენლობის გამიჯვნასა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებას. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემული პირებიდან დაახლოებით 1 000 პირი ნარკორეალიზატორია. მისი თქმით, სახელმწიფო უნდა ებრძოლოს ნარკოგასაღებას და ამავე დროს უნდა შემცირდეს იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მოიხმარს ნარკოტიკს. კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით: ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება. კერძოდ, ნარკორეალიზატორებისთვის არა მარტო განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. განისაზღვრება, ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითიც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა. 2025 წლის 1-ელი ივნისიდან იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები. ცვლილებების მიხედვით, შემოწმების მიზნით ადამიანების ნარკოლოგიურში იძულებით არ გადაიყვანენ. მას შესთავაზებენ, რომ პოლიციელი გადაიყვანს შემოწმებაზე ან თავად ექნება უფლება, რვა საათის განმავლობაში მივიდეს ნარკოლოგიურ დისპანსერში, გაიაროს შემოწმება თავად და 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს ინიციატორ პოლიციის ორგანოს შესაბამისი ცნობა. შემოწმებაზე უარის თქმა გამოიწვევს ადმინისტრაციულ სახდელებს. სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებით მკურნალობა სავალდებულო იქნება, თუმცა „განსაკუთრებულ შემთხვევებში“. კერძოდ, თუ პირს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მიესჯება სასჯელი, მოსამართლე დისკრეციის ფარგლებში გადაწყვეტს, ესაჭიროება თუ არა მას სავალდებულო მკურნალობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252350162_327:0:2411:1563_1920x0_80_0_0_ec789d8ed7a2e066d6c0406f21e47144.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, სტატისტიკა, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, სტატისტიკა, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
შსს: 2021 წლიდან დღემდე ნარკოდანაშაულისთვის 19 ათასი პირია დაკავებული
ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემული პირებიდან დაახლოებით 1 000 პირი ნარკორეალიზატორია.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლიდან 2025 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის 19 ათასი პირი მისცა პასუხისგებაში, განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ტელეკომპანია „პირველი არხის“ ეთერში.
საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის აპრილში მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ნარკოდანაშაულზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, ცვლილება მიზნად ისახავს ნარკოტიკული დანაშაულების შემადგენლობის გამიჯვნასა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებას.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემული პირებიდან დაახლოებით 1 000 პირი ნარკორეალიზატორია.
„ციფრებს რომ შევხედოთ, საკმაოდ შთამბეჭდავია, თუმცა, ერთია, როდესაც ნარკოგასაღებას ებრძვის სახელმწიფო, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც არსებობს მოთხოვნა ნარკოტიკებზე, ბუნებრივია, გარკვეულ შემთხვევებში ჩნდება ის კერები, საიდანაც ხდება მიწოდება“, - განაცხადა დარახველიძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო უნდა ებრძოლოს ნარკოგასაღებას და ამავე დროს უნდა შემცირდეს იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მოიხმარს ნარკოტიკს.
კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით:
ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება. კერძოდ, ნარკორეალიზატორებისთვის არა მარტო განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.
განისაზღვრება, ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითიც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.
2025 წლის 1-ელი ივნისიდან იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
ცვლილებების მიხედვით, შემოწმების მიზნით ადამიანების ნარკოლოგიურში იძულებით არ გადაიყვანენ. მას შესთავაზებენ, რომ პოლიციელი გადაიყვანს შემოწმებაზე ან თავად ექნება უფლება, რვა საათის განმავლობაში მივიდეს ნარკოლოგიურ დისპანსერში, გაიაროს შემოწმება თავად და 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს ინიციატორ პოლიციის ორგანოს შესაბამისი ცნობა. შემოწმებაზე უარის თქმა გამოიწვევს ადმინისტრაციულ სახდელებს.
სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებით მკურნალობა სავალდებულო იქნება, თუმცა „განსაკუთრებულ შემთხვევებში“. კერძოდ, თუ პირს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მიესჯება სასჯელი, მოსამართლე დისკრეციის ფარგლებში გადაწყვეტს, ესაჭიროება თუ არა მას სავალდებულო მკურნალობა.