https://sputnik-georgia.com/20250521/erevani-batumis-matarebeli-mgzavrebs-14-ivnisidan-moemsaxureba-293462957.html
ერევანი-ბათუმის მატარებელი მგზავრებს 14 ივნისიდან მოემსახურება
ერევანი-ბათუმის მატარებელი მგზავრებს 14 ივნისიდან მოემსახურება
Sputnik საქართველო
მეზობელ ქვეყნებს შორის სამგზავრო მატარებლების რეისები დღეგამოშვებით, საქართველოში ზღვის საკურორტო სეზონის შესაბამისად, 1-ელ ოქტომბრამდე შესრულდება. 21.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-21T21:45+0400
2025-05-21T21:45+0400
2025-05-21T21:45+0400
საქართველო
სომხეთი
აჭარა
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24029/75/240297555_326:352:1600:1068_1920x0_80_0_0_6530534cf39cd9f4d73b7939016671d9.jpg
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საერთაშორისო მარშრუტით ერევანი–ბათუმი–ერევანი სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან დაიწყებს მოძრაობას, იუწყება კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა".ერევანსა და აჭარას შორის სამგზავრო მატარებლის მიმოსვლის დაწყების შესახებ შეთანხმება მიღწეულ იქნა „სამხრეთ კავკასიის რკინიგზისა" და „საქართველოს რკინიგზის" წარმომადგენლებს შორის 20 მაისს ერევანში გამართულ შეხვედაზე.მატარებელი დღეგამოშვებით იმოძრავებს: ერევნიდან თვის ლუწ რიცხვებში, ხოლო ბათუმიდან კენტ რიცხვებში. მგზავრობის დრო 16 საათი იქნება.ერევანი-ბათუმი-ერევნის რკინიგზის მარშრუტის დანერგვას ტურისტული მნიშვნელობა აქვს და იგი 14 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში იქნება ძალაში. აღნიშნულ პერიოდში ერევანი-თბილისის მარშრუტი გაუქმდება.ბილეთების გაყიდვა მალე დაიწყება - მათი შეძენა შესაძლებელია როგორც სომხეთისა და საქართველოს რკინიგზის სადგურებში, ისე ონლაინ. ბილეთის ფასი ჯერ ცნობილი არ არის.
საქართველო
სომხეთი
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24029/75/240297555_586:365:1521:1067_1920x0_80_0_0_2a733d73be1288c9052d79579542e782.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, აჭარა , ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, აჭარა , ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
ერევანი-ბათუმის მატარებელი მგზავრებს 14 ივნისიდან მოემსახურება
მეზობელ ქვეყნებს შორის სამგზავრო მატარებლების რეისები დღეგამოშვებით, საქართველოში ზღვის საკურორტო სეზონის შესაბამისად, 1-ელ ოქტომბრამდე შესრულდება.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საერთაშორისო მარშრუტით ერევანი–ბათუმი–ერევანი სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან დაიწყებს მოძრაობას, იუწყება კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა".
ერევანსა და აჭარას შორის სამგზავრო მატარებლის მიმოსვლის დაწყების შესახებ შეთანხმება მიღწეულ იქნა „სამხრეთ კავკასიის რკინიგზისა" და „საქართველოს რკინიგზის" წარმომადგენლებს შორის 20 მაისს ერევანში გამართულ შეხვედაზე.
მატარებელი დღეგამოშვებით იმოძრავებს: ერევნიდან თვის ლუწ რიცხვებში, ხოლო ბათუმიდან კენტ რიცხვებში. მგზავრობის დრო 16 საათი იქნება.
ერევანი-ბათუმი-ერევნის რკინიგზის მარშრუტის დანერგვას ტურისტული მნიშვნელობა აქვს და იგი 14 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში იქნება ძალაში. აღნიშნულ პერიოდში ერევანი-თბილისის მარშრუტი გაუქმდება.
ბილეთების გაყიდვა მალე დაიწყება - მათი შეძენა შესაძლებელია როგორც სომხეთისა და საქართველოს რკინიგზის სადგურებში, ისე ონლაინ. ბილეთის ფასი ჯერ ცნობილი არ არის.