https://sputnik-georgia.com/20250520/kaxethi-narkodanashaulistvis-6-piri-daakaves-293437026.html
კახეთში ნარკოტიკების რეალიზაციის სქემა გაშიფრეს: დაკავებულია ექვსი პირი
კახეთში ნარკოტიკების რეალიზაციის სქემა გაშიფრეს: დაკავებულია ექვსი პირი
Sputnik საქართველო
დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 20.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-20T15:47+0400
2025-05-20T15:47+0400
2025-05-20T15:47+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა კახეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი ქალია, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეტა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საგამოძიებო უწყება დაკავებულებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვას, რეალიზაციას, რეალიზაციის მცდელობასა და მომზადებას ედავება. ბრალდებულებს შორის, რომელთა ასაკი 22-დან 49 წლამდეა, არის წარსულში ნასამართლევი პირიც. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ფარული საგამოძიებო ღონისძიებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაატარეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკი. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორები, მობილური ტელეფონები, ასევე, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე ტერცია, 18-260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
კახეთში ნარკოტიკების რეალიზაციის სქემა გაშიფრეს: დაკავებულია ექვსი პირი
დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა კახეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი ქალია, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეტა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება დაკავებულებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვას, რეალიზაციას, რეალიზაციის მცდელობასა და მომზადებას ედავება.
ბრალდებულებს შორის, რომელთა ასაკი 22-დან 49 წლამდეა, არის წარსულში ნასამართლევი პირიც.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ფარული საგამოძიებო ღონისძიებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაატარეს.
„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შექმნილი ჰქონდათ ინტერნეტნარკოსარეალიზაციო მაღაზია. ისინი ე.წ. დადების მეთოდით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებს აფასოებდნენ და ასაღებდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკი. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორები, მობილური ტელეფონები, ასევე, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე ტერცია, 18-260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.