https://sputnik-georgia.com/20250520/gushiashi-dagupulis-ojaxi-kompensacias-miigebs-293438464.html
ოზურგეთში დიდთოვლობისას დაღუპული მამაკაცის ოჯახი მთავრობისგან კომპენსაციას მიიღებს
ოზურგეთში დიდთოვლობისას დაღუპული მამაკაცის ოჯახი მთავრობისგან კომპენსაციას მიიღებს
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, კომპენსაციის ოდენობა 20 ათასი ლარია. 20.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-20T12:52+0400
2025-05-20T12:52+0400
2025-05-20T12:58+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს რეგიონები
გურია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282980757_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_a770bdd1673c3da8ce4955399783b961.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2025 წლის 24 თებერვალს დიდთოვლობით გამოწვეული ნგრევის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცემა, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ- მინისყტრამა ირაკლი კონბახიძემ ხელი უკვე მოაწერა. გურიაში დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში 60 წლამდე მამაკაცი მეზობელს სახლის დათოვლილი სახურავის გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც სახურავი ჩაინგრა და მამაკაცს.ე.წ. სინკარი დაეცა - იგი ადგილზევე გარდაიცვალა.გავრცელებული ინფორმაციით, ფულადი დახმარების მისაღებად გარდაცვლილის ოჯახის წევრმა - შვილმა ან მეუღლემ განცხადება და საჭირო დოკუმენტები უნდა წარადგინოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრში.დასავლეთ საქართველოს რეგიონებში თოვა 22 თებერვალს დაიწყო. განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობა შეიქმნა გურიის რეგიონში, სადაც სოფლების დიდი ნაწილი მოწყდა გარესამყაროს. დიდთოვლობასთან დაკავშირებით გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში საკოორდინაციო შტაბი შეიქმნა. მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებული იყო მაქსიმალური ადამიანური რესურსი და მძიმე ტექნიკა.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282980757_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_88a715ade76d6f591c77b024a4b9b2e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს რეგიონები, გურია , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს რეგიონები, გურია , ახალი ამბები
ოზურგეთში დიდთოვლობისას დაღუპული მამაკაცის ოჯახი მთავრობისგან კომპენსაციას მიიღებს
12:52 20.05.2025 (განახლებულია: 12:58 20.05.2025) გავრცელებული ინფორმაციით, კომპენსაციის ოდენობა 20 ათასი ლარია.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2025 წლის 24 თებერვალს დიდთოვლობით გამოწვეული ნგრევის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცემა, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური.
შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ- მინისყტრამა ირაკლი კონბახიძემ ხელი უკვე მოაწერა.
გურიაში დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში 60 წლამდე მამაკაცი მეზობელს სახლის დათოვლილი სახურავის გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც სახურავი ჩაინგრა და მამაკაცს.ე.წ. სინკარი დაეცა - იგი ადგილზევე გარდაიცვალა.
„სტიქიური მოვლენის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს, სოციალური მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა 20 000 ლარის ოდენობის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფს”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ფულადი დახმარების მისაღებად გარდაცვლილის ოჯახის წევრმა - შვილმა ან მეუღლემ განცხადება და საჭირო დოკუმენტები უნდა წარადგინოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრში.
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში თოვა 22 თებერვალს დაიწყო. განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობა შეიქმნა გურიის რეგიონში, სადაც სოფლების დიდი ნაწილი მოწყდა გარესამყაროს. დიდთოვლობასთან დაკავშირებით გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში საკოორდინაციო შტაბი შეიქმნა. მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებული იყო მაქსიმალური ადამიანური რესურსი და მძიმე ტექნიკა.