განათლების მინისტრმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა

© Sputnik / Olga Kiknavelidze„ბოლო ზარი" სკოლებში
„ბოლო ზარი სკოლებში - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2025
გამოწერა
საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში „ბოლო ზარის" აღსანიშნავად სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ XII კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და ნათელ მომავალი და მიზნების მიღწევა უსურვა.
დღეს, საქართველოს სახელმწიფო სკოლებში XII კლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა. გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 39 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
„ძვირფასო ახალგაზრდებო, გულითადად გილოცავთ სკოლის დასრულებას – თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის წარმატებით გადალახვას! ყველა თქვენგანის გული და გონება სავსეა სკოლის წლებთან დაკავშირებული განუმეორებელი მოგონებებით და უამრავი გეგმითა და ოცნებით, რომლებსაც აუცილებლად განახორციელებთ“, - ნათქვამია წულაძის მილოცვაში.
როგორც წულაძემ აღნიშნა, წინ ახალი, კიდევ უფრო საინტერესო ეტაპი – სტუდენტობის წლები, პროფესიული არჩევანი, ახალი მეგობრები, იდეები და განვითარების ახალი შესაძლებლობებია.
„გისურვებთ, რომ ამ გზაზე დიდი და წარმატებული ნაბიჯებით იაროთ. შრომა და მიზანდასახულობა ყოველთვის იძლევა შედეგს. ღრმად ვარ დარწმუნებული, სკოლაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება თავდაჯერებულობას და გამბედაობას შეგმატებთ წარმატებისკენ“,- განაცხადა განათლების მინისტრმა.
საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში „ბოლო ზარის" აღსანიშნავად სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება.
საქართველოს სკოლებში სწავლა, I და XII კლასების გარდა, 15 ივნისს დამთავრდება. XII კლასელებისთვის ბოლო ზარი დღეს ირეკება, ხოლო პირველკლასელები სწავლას 25 მაისს დაამთავრებენ.
ყველა ახალი ამბავი
0