https://sputnik-georgia.com/20250519/suicidis-ramdeni-shemtxveva-dapiqsirda-2024wels-293420899.html
შემზარავი სტატისტიკა: სუიციდის რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა 2024 წელს?
შემზარავი სტატისტიკა: სუიციდის რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა 2024 წელს?
Sputnik საქართველო
სუიციდის შემთხვევების დაახლოებით მესამედი თბილისზე მოდის. 19.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-19T12:15+0400
2025-05-19T12:15+0400
2025-05-19T12:15+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24779/64/247796453_0:0:2880:1620_1920x0_80_0_0_bba883d71b1c7203de11b4f6b8d0fb28.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. 2024 წელს საქართველოში სუიციდის შემთხვევების რაოდენობამ 431 შეადგინა, თვითმკვლელობა 298 ადამიანმა სცადა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.შედარებისთვის: 20243 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა 186 თვითმკვლელობის და 107 თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი.სუიციდის შემთხვევების დაახლოებით მესამედი თბილისზე მოდის. მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე კი ქვემო ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონები.თვითმკვლელების ასაკი, ძირითადად, 25-30 წელია.უწყების ცნობით, ყველაზე მცირეწლოვანი, ვინც თავი მოიკლა, 12 წლის იყო, ხოლო ყველაზე უფროსი - 90 წლის.შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე ხშირად თვითმკვლელობის შემთხვევები გვხვება მამაკაცებში, ქალები მხოლოდ მესამედს შეადგენენ იმ ადამიანთა შორის, ვინც ნებაყოფლობით იკლავს თავს.რაც შეეხება თვითმკვლელობის მცდელობებს, ამ შემთხვევაში ყველაზე ახალგაზრდა 11 წლის იყო, ხოლო ყველაზე უფროსი - 84 წლის. თვითმკვლელობის მცდელობის ან თვითმკვლელობის ჩადენის მსურველთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა.ამასთან, დაფიქსირდა რუსეთის, ბელარუსის, უკრაინისა და კანადის მოქალაქეების სუიციდის შემთხვევები.სუიციდის გამომწვევი მიზეზებია: ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ან მომაკვდინებელი დაავადებები, დეპრესია, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ლუდომანია (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება), ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები, ახლობელ ადამიანთან განშორება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24779/64/247796453_164:0:2724:1920_1920x0_80_0_0_fc0d6983a2a1b49a9d6bbbb65c894ac4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
შემზარავი სტატისტიკა: სუიციდის რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა 2024 წელს?
სუიციდის შემთხვევების დაახლოებით მესამედი თბილისზე მოდის.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. 2024 წელს საქართველოში სუიციდის შემთხვევების რაოდენობამ 431 შეადგინა, თვითმკვლელობა 298 ადამიანმა სცადა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
შედარებისთვის: 20243 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა 186 თვითმკვლელობის და 107 თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი.
სუიციდის შემთხვევების დაახლოებით მესამედი თბილისზე მოდის. მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე კი ქვემო ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონები.
თვითმკვლელების ასაკი, ძირითადად, 25-30 წელია.
უწყების ცნობით, ყველაზე მცირეწლოვანი, ვინც თავი მოიკლა, 12 წლის იყო, ხოლო ყველაზე უფროსი - 90 წლის.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე ხშირად თვითმკვლელობის შემთხვევები გვხვება მამაკაცებში, ქალები მხოლოდ მესამედს შეადგენენ იმ ადამიანთა შორის, ვინც ნებაყოფლობით იკლავს თავს.
რაც შეეხება თვითმკვლელობის მცდელობებს, ამ შემთხვევაში ყველაზე ახალგაზრდა 11 წლის იყო, ხოლო ყველაზე უფროსი - 84 წლის. თვითმკვლელობის მცდელობის ან თვითმკვლელობის ჩადენის მსურველთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა.
ამასთან, დაფიქსირდა რუსეთის, ბელარუსის, უკრაინისა და კანადის მოქალაქეების სუიციდის შემთხვევები.
სუიციდის გამომწვევი მიზეზებია: ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ან მომაკვდინებელი დაავადებები, დეპრესია, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ლუდომანია (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება), ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები, ახლობელ ადამიანთან განშორება.