https://sputnik-georgia.com/20250519/saavtomobilo-gzebis-departaments-axali-uprosi-hyavs-293424535.html
საავტომობილო გზების დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საავტომობილო გზების დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
Sputnik საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მაისის დასაწყისში გიორგი წერეთელმა თანამდებობა დატოვა. 19.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-19T15:00+0400
2025-05-19T15:00+0400
2025-05-19T15:00+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველოს მთავრობა
პოლიტიკა საქართველოში
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23931/28/239312893_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_512f065df164daddd7f58774a4476bd6.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ლევან დარახველიძე დაინიშნა, იუწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. დარახველიძემ ამ პოსტზე გიორგი წერეთელი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა მაისის დასაწყისში დატოვა - წერეთელი აღნიშნულ დეპარტამენტს 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 54 წლის, პროფესიით ინჟინერ ლევან დარახველიძეს აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.სხვადასხვა წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. იგი სხვადასხვა კომერციულ ორგანიზაციაში ასევე იკავებდა გენერალური და კომერციული დირექტორის თანამდებობებს. იყო საქართველოს განათლებისა და პროფესიული სწავლების ფონდის წევრი. აპრილში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაიყო და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყება - რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩამოყალიბდა. ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრად რევაზ სოხაძე დაინიშნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში დარჩა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23931/28/239312893_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_1d007dc51320067286ec39500a933079.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ახალი ამბები
საავტომობილო გზების დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მაისის დასაწყისში გიორგი წერეთელმა თანამდებობა დატოვა.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ლევან დარახველიძე დაინიშნა, იუწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
დარახველიძემ ამ პოსტზე გიორგი წერეთელი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა მაისის დასაწყისში დატოვა - წერეთელი აღნიშნულ დეპარტამენტს 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 54 წლის, პროფესიით ინჟინერ ლევან დარახველიძეს აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
სხვადასხვა წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.
იგი სხვადასხვა კომერციულ ორგანიზაციაში ასევე იკავებდა გენერალური და კომერციული დირექტორის თანამდებობებს. იყო საქართველოს განათლებისა და პროფესიული სწავლების ფონდის წევრი.
აპრილში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაიყო და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყება - რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩამოყალიბდა. ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრად რევაზ სოხაძე დაინიშნა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში დარჩა.