პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2025
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნულ პირებს 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 27-დან 56 წლამდეა, არიან წარსულში ნასამართლევი პირებიც.
საგამოძიებო უწყება დაკავებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, გასაღების მცდელობას, ასევე, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.
სამართალდამცველებმა აღნიშნული პირების პირადი, ავტომობილის და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 173-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნულ პირებს 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ყველა ახალი ამბავი
0