მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოსკოვში პუტინისა და ზელენსკის შეხვედრისთვის პირობების დაასახელეს

CC BY 2.0 / Flickr / Andrey Filippov / კრემლი
კრემლი - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2025
გამოწერა
16 მაისს გამართული მოლაპარაკებები თითქმის 2 საათი გაგრძელდა
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა პოტენციურად შესაძლებელია რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში, განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა.
„ძალიან ბევრი კითხვა შემოვიდა ორი ქვეყნის, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, ზელენსკის და პუტინის შესაძლო შეხვედრის თემაზე. <…> მსგავსი შეხვედრა, ორივე მხარის დელეგაციების მუშაობის შედეგად, დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ არის შესაძლებელი. მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლებელია“, - პესკოვის სიტყვებს ციტირებს РИА Новости.
სხვა განცხადებები მოლაპარაკებების შესახებ:
უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობა ახლახან დაიწყო, ის გაგრძელდება.
რუსეთის დელეგაციის შემადგენლობის ცვლილებაზე საუბარი არ მიდის
მოსკოვი და კიევი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პირობების ნუსხა გაცვალონ, მიმდინარეობს მუშაობა.
რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უნდა გაგრძელდეს დახურულ რეჟიმში.
მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდამდე მიღწეული შეთანხმებები უნდა შესრულდეს.
დოკუმენტების ხელმოწერისას რუსეთისთვის პრინციპული საკითხი - უკრაინის მხრიდან ხელმომწერი კანდიდატურა.
სტამბულში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის კონტაქტი არ ყოფილა
კრემლი აცნობებს, თუ პუტინი და ტრამპი მიზანშეწონილად ჩათვლიან სატელეფონო საუბრის გამართვას.
გასულ კვირას პუტინმა კიევს სტამბულში, 15 მაისს, მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა მოსკოვი მზად არის განაახლოს 2022 წლის ბოლოს კიევის რეჟიმის მიერ ყოველგარი წინაპირობების გარეშე შეწყვეტილი მოლაპარაკებები. პუტინმა არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ.
16 მარტს გამართული მოლაპარაკებები თითქმის 2 საათი გაგრძელდა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკიმ უკრაინასთან ტყვეების მასშტაბური გაცვლა დააანონსა, რომელიც მხარეებს შორის 1000-1000 ტყვეს გულისხმობს. მისი თქმით, მოსკოვი და კიევი შეთანხმდნენ, წარმოადგინონ თავიანთი ხედვა შესაძლო სამომავლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მედინსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებები გააგრძელოს.
ყველა ახალი ამბავი
0