https://sputnik-georgia.com/20250517/chinetshi-qartuli-gvino-waradgines-293406680.html
ჩინეთში ქართული ღვინო წარადგინეს
ჩინეთში ქართული ღვინო წარადგინეს
Sputnik საქართველო
ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია 17.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-17T19:32+0400
2025-05-17T19:32+0400
2025-05-17T19:32+0400
საქართველო
ჩინეთი
ღვინის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283567362_0:0:2655:1493_1920x0_80_0_0_40e90744ecb982ea1a4f3da3305b6293.jpg
თბილისი, 17 მაისი - Sputnik. ღვინის მწარმოებელი სამი ქართული საოჯახო მარანი ჩინეთის ქალაქ შანხაიში გამართულ გამოფენაში RAW Wine Shanghai მონაწილეობდა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სააგენტოს ცნობით, გამოფენაზე მისულ სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სფეროს წარმომადგენლებს და მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული მარნების - „იორა“, „მანავი ვაინსი“ და „ბაღდათი ისთეითის“ ღვინოები. მიმდინარე წელს ქართული საოჯახო მარნები ასევე მონაწილეობდნენ RAW Wine-ის გამოფენებზე პარიზში, ვერონასა და ტოკიოში. გამოფენაზე RAW Wine (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი. სააგნეტოს ინფორმაციით, ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 1.12 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 78%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283567362_0:0:2655:1991_1920x0_80_0_0_ce7bbedd89b26b6a2ce748097773eb29.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები
ჩინეთში ქართული ღვინო წარადგინეს
ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია
თბილისი, 17 მაისი - Sputnik. ღვინის მწარმოებელი სამი ქართული საოჯახო მარანი ჩინეთის ქალაქ შანხაიში გამართულ გამოფენაში RAW Wine Shanghai მონაწილეობდა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, გამოფენაზე მისულ სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სფეროს წარმომადგენლებს და მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული მარნების - „იორა“, „მანავი ვაინსი“ და „ბაღდათი ისთეითის“ ღვინოები.
მიმდინარე წელს ქართული საოჯახო მარნები ასევე მონაწილეობდნენ RAW Wine-ის გამოფენებზე პარიზში, ვერონასა და ტოკიოში.
გამოფენაზე RAW Wine (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
სააგნეტოს ინფორმაციით, ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია.
ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 1.12 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 78%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.