მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სტამბულში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დაიწყო

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა
რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2025
გამოწერა
დელეგაციების შეხვედრა მედიისთვის დახურულია
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები სამი წლის განმავლობაში პირველად მართავენ დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებს, სტამბულში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო.
ოფიციალური მოსკოვისა და უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინადადებით იმართება.
პუტინმა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა 14 მაისს გამოაცხადა, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციამ კი შემადგენლობა მდაახლოებით ერთი დღის შემდეგ დაასახელა.
რუსეთს ცხრაკაციანი დელეგაცია წარმოადგენს, რომელსაც პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.
უკრაინას დელეგაციაში 11 წევრი ჰყავს. დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრ პოკლადი და სხვები.
შეხვედრა მედიისთვის დახურულია.
11 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა კიევს სტამბულში, 15 მაისს, მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა მოსკოვი მზად არის განაახლოს 2022 წლის ბოლოს კიევის რეჟიმის მიერ ყოველგარი წინაპირობების გარეშე შეწყვეტილი მოლაპარაკებები. პუტინმა არ გამორიცხა, რომ, შესაძლოა, შესაბამისი მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ.
ყველა ახალი ამბავი
0