https://sputnik-georgia.com/20250516/saqartveloshi-ukanonod-mkopi-ucxoelebi-daakaves-293388216.html
საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს
საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებულები არიან ბანგლადეშის, ნიგერიისა და ირანის მოქალაქეები. 16.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-16T15:36+0400
2025-05-16T15:36+0400
2025-05-16T15:36+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_3188e667e27875f32c3535b099cc75ea.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან ბანგლადეშის, ნიგერიისა და ირანის მოქალაქეები. გამოძიების მიხედვით, დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს. ამის შემდეგ უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება მათი დაკავების თაობაზე. წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_e22ee38d8be197ecf5321f9eb67cafd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს
დაკავებულები არიან ბანგლადეშის, ნიგერიისა და ირანის მოქალაქეები.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დაკავებულები არიან ბანგლადეშის, ნიგერიისა და ირანის მოქალაქეები.
გამოძიების მიხედვით, დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
„აღნიშნული პირების ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების მანძილზე იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს. ამის შემდეგ უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება მათი დაკავების თაობაზე.
წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში.