https://sputnik-georgia.com/20250516/saqartvelosa-da-turqets-shoris-prenebis-raodenoba-izrdeba-293387418.html
საქართველოსა და თურქეთს შორის ფრენების რაოდენობა იზრდება
საქართველოსა და თურქეთს შორის ფრენების რაოდენობა იზრდება
Sputnik საქართველო
Turkish Airlines-ი საქართველოსა და თურქეთს შორის კვირაში 48 რეისს განახორციელებს. 16.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-16T13:38+0400
2025-05-16T13:38+0400
2025-05-16T13:38+0400
საქართველო
თურქეთი
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24744/24/247442462_28:0:3000:1672_1920x0_80_0_0_3e3840ac0ffddb264712086c5e11d07d.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი საქართველოში ფრენების რაოდენობას ზრდის. კერძოდ, ავიაკომპანია საქართველოში 5 ახალ ყოველკვირეულ რეისს ამატებს - თბილისის მიმართულებით დამატებით - 2, ბათუმის მიმართულებით კი დამატებით 3 ფრენას განახორციელებს.ჯამში, Turkish Airlines-ი საქართველოსა და თურქეთს შორის კვირაში 48 რეისს შეასრულებს - თბილისის მიმართულებით კვირაში 34, ბათუმის მიმართულებით კი კვირაში 14 რეისი დაინიშნება. კომპანიის განცხადებით, Turkish Airlines-ი კვლავაც წარმოადგენს მთავარ დამაკავშირებელ რგოლს საქართველოსა და მსოფლიოში ფრენების ფართო ქსელს შორის. Turkish Airlines-ის საქართველოს მიმართულებით ბილეთები ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, მობილურ აპლიკაციაში, გაყიდვების ოფისებსა და ავტორიზებულ ტურისტულ სააგენტოებში. Turkish Airlines-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და მთავარი გადამზიდი ავიაკომპანიაა სამგზავრო მიმართულებების რაოდენობის მიხედვით, რომელიც პირდაპირ ფრენებს 130-მდე ქვეყნაში ახორციელებს. მისი მიმართულებების რაოდენობა კი 340-მდე აღწევს. მათ შორისაა შიდა – 53, ხოლო დანარჩენი კი ევროპის, აზიის, აფრიკის და ამერიკის კონტინენტებზე სრულდება. მის მიმართულებებში საქართველოს ორი აეროპორტი – თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიცაა შესული. Turkish Airlines-ი საქართველოს ყველაზე მეტ ქვეყანასთან და კონტინენტთან აკავშირებს. რაც შეეხება ტრანზიტულ ფრენებს, ყველაზე დიდ არჩევანს ქართველ მოგზაურებს, სწორედ ეს ავიაკომპანია სთავაზობს როგორც ახლო, ისე შორეულ მიმართულებებზე.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24744/24/247442462_442:0:2671:1672_1920x0_80_0_0_529cc5c6d4dadabd07d4b53d6d6d1f0d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოსა და თურქეთს შორის ფრენების რაოდენობა იზრდება
Turkish Airlines-ი საქართველოსა და თურქეთს შორის კვირაში 48 რეისს განახორციელებს.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი საქართველოში ფრენების რაოდენობას ზრდის.
კერძოდ, ავიაკომპანია საქართველოში 5 ახალ ყოველკვირეულ რეისს ამატებს - თბილისის მიმართულებით დამატებით - 2, ბათუმის მიმართულებით კი დამატებით 3 ფრენას განახორციელებს.
ჯამში, Turkish Airlines-ი საქართველოსა და თურქეთს შორის კვირაში 48 რეისს შეასრულებს - თბილისის მიმართულებით კვირაში 34, ბათუმის მიმართულებით კი კვირაში 14 რეისი დაინიშნება.
„ხუთი ახალი სიხშირის დამატება ასახავს ჩვენს მტკიცე რწმენას საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობისა და მზარდ საბაზრო პოტენციალზე. 48 ყოველკვირეული რეისით, ქართველ მოგზაურებს ვანიჭებთ მეტ შესაძლებლობას და კიდევ უფრო ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მნიშვნელოვან საჰაერო ხიდს ტურიზმის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით გამოცდილების გაცვლისთვის“, - განაცხადა Turkish Airlines-ის საქართველოს ოფისის მენეჯერმა ქენან ინჯემ.
კომპანიის განცხადებით, Turkish Airlines-ი კვლავაც წარმოადგენს მთავარ დამაკავშირებელ რგოლს საქართველოსა და მსოფლიოში ფრენების ფართო ქსელს შორის.
Turkish Airlines-ის საქართველოს მიმართულებით ბილეთები ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, მობილურ აპლიკაციაში, გაყიდვების ოფისებსა და ავტორიზებულ ტურისტულ სააგენტოებში.
Turkish Airlines-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და მთავარი გადამზიდი ავიაკომპანიაა სამგზავრო მიმართულებების რაოდენობის მიხედვით, რომელიც პირდაპირ ფრენებს 130-მდე ქვეყნაში ახორციელებს. მისი მიმართულებების რაოდენობა კი 340-მდე აღწევს. მათ შორისაა შიდა – 53, ხოლო დანარჩენი კი ევროპის, აზიის, აფრიკის და ამერიკის კონტინენტებზე სრულდება. მის მიმართულებებში საქართველოს ორი აეროპორტი – თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიცაა შესული.
Turkish Airlines-ი საქართველოს ყველაზე მეტ ქვეყანასთან და კონტინენტთან აკავშირებს. რაც შეეხება ტრანზიტულ ფრენებს, ყველაზე დიდ არჩევანს ქართველ მოგზაურებს, სწორედ ეს ავიაკომპანია სთავაზობს როგორც ახლო, ისე შორეულ მიმართულებებზე.