https://sputnik-georgia.com/20250516/molaparakebebi-stambolsi-ruset-ukrainis-konfliqti-293393098.html
რუბიო უკრაინისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
რუბიო უკრაინისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. აშშ -ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სტამბოლში მყოფ ანდრიი ერმაკს (უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი), უკრაინის საგარეო... 16.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-16T17:52+0400
2025-05-16T17:52+0400
2025-05-16T17:52+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
პოლიტიკა
თურქეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/10/293392927_0:0:1283:722_1920x0_80_0_0_a2cf1acd29b6857f6568f04e86319443.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. აშშ -ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სტამბოლში მყოფ ანდრიი ერმაკს (უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი), უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიგასა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს შეხვდა, იუწყება „რია ნოვოსტი“ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელ ტემი ბრიუსზე დაყრდნობით.გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის გზების პოვნაზე ისაუბრეს. რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შტატების პრიორიტეტად კვლავ რჩება სისხლისღვრის შეწყვეტა, და მადლობა გადაუხადა თურქეთის მხარეს მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის.ამ დროისათვის რუსეთ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრა სტამბულში, რომელიც თითქმის ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, უკვე დასრულებულია. არსებული ცნობით, რუსი და უკრაინელი დელეგატები ერთმანეთს თარჯიმნის მეშვეობით ელაპარაკებოდნენ.მანამდე, 11 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კიევს 15 მაისს სტამბულში შეხვედრა და მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა. მან არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ.
უკრაინა
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/10/293392927_0:0:1173:880_1920x0_80_0_0_7e4f2b38a24b33a6b4400ab709fac43f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , პოლიტიკა, თურქეთი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , პოლიტიკა, თურქეთი
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. აშშ -ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სტამბოლში მყოფ ანდრიი ერმაკს (უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი), უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიგასა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს შეხვდა,
იუწყება „რია ნოვოსტი“ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელ ტემი ბრიუსზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის გზების პოვნაზე ისაუბრეს. რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შტატების პრიორიტეტად კვლავ რჩება სისხლისღვრის შეწყვეტა, და მადლობა გადაუხადა თურქეთის მხარეს მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის.
„სახელმწიფო მდივანი შეეხო დღევანდელ პირდაპირი მოლაპარაკებების თემას რუსეთსა და უკრაინას შორის და კვლავ დააფიქსირა აშშ-ის პოზიცია: აუცილებელია ძალადობის დასრულება“, — ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ამ დროისათვის რუსეთ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრა სტამბულში, რომელიც თითქმის ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, უკვე დასრულებულია. არსებული ცნობით, რუსი და უკრაინელი დელეგატები ერთმანეთს თარჯიმნის მეშვეობით ელაპარაკებოდნენ.
მანამდე, 11 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კიევს 15 მაისს სტამბულში შეხვედრა და მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა. მან არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ.