https://sputnik-georgia.com/20250516/17-maiss-sapatrulo-policiis-serviscentrebi-ar-imushavebs-293391215.html
17 მაისს საპატრულო პოლიციის სერვისცენტრები და საინფორმაციო ქოლცენტრი არ იმუშავებს
17 მაისს საპატრულო პოლიციის სერვისცენტრები და საინფორმაციო ქოლცენტრი არ იმუშავებს
Sputnik საქართველო
17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. 16.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-16T20:39+0400
2025-05-16T20:39+0400
2025-05-16T20:39+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოებრივი აზრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24551/27/245512740_0:91:1000:654_1920x0_80_0_0_7ed41dcb3c49482864333661272d2bad.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ხვალ, 17 მაისს გამოცხადებულ უქმე დღესთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის თბილისის, მცხეთის, ბათუმის, რუსთავისა და გორის სერვისცენტრები და საინფორმაციო ქოლცენტრი არ იმუშავებს. ამის შესახებ განცხადებას საპატრულო პოლიცია ავრცელებს. ამასთან, ხვალ მოქალაქეებს ვერ მოემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებიც. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან 17 მაისი უქმე დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა. ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე საქართველოში მას შემდეგ დაარსდა, რაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს - შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24551/27/245512740_0:0:872:654_1920x0_80_0_0_c94f2953dfb84b067873e45212d7fc63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოებრივი აზრი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოებრივი აზრი , ახალი ამბები
17 მაისს საპატრულო პოლიციის სერვისცენტრები და საინფორმაციო ქოლცენტრი არ იმუშავებს
17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ხვალ, 17 მაისს გამოცხადებულ უქმე დღესთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის თბილისის, მცხეთის, ბათუმის, რუსთავისა და გორის სერვისცენტრები და საინფორმაციო ქოლცენტრი არ იმუშავებს. ამის შესახებ განცხადებას საპატრულო პოლიცია ავრცელებს.
ამასთან, ხვალ მოქალაქეებს ვერ მოემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებიც.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან 17 მაისი უქმე დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.
17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე საქართველოში მას შემდეგ დაარსდა, რაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს - შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.