17 მაისს მომსახურების სააგენტოს ფილიალები არ იმუშავებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშსს-ს შენობა კახეთის გზატკეცილზე
შსს-ს შენობა კახეთის გზატკეცილზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2025
გამოწერა
17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. 17 მაისს გამოცხადებულ უქმე დღესთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან 17 მაისი უქმე დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.
მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქში არის წარმოდგენილი: თბილისი, რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, საჩხერე, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ფოთი და ბათუმი.
მომსახურების სააგენტოს სერვისების მიწოდება ოთხი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებასთან დაკავშირებული სერვისები; სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სერვისები; იარაღის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული სერვისები და ცნობების გაცემასთან დაკავშირებული სერვისები.
2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე საქართველოში 2014 წელს დაარსდა, მას შემდეგ, რაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს - შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0