https://sputnik-georgia.com/20250514/sad-ashendeba-axali-stadioni-293354285.html
სად აშენდება ახალი მულტიფუნქციური სტადიონი: კომისიამ შერჩეულ ტერიტორიაზე იმსჯელა
სად აშენდება ახალი მულტიფუნქციური სტადიონი: კომისიამ შერჩეულ ტერიტორიაზე იმსჯელა
Sputnik საქართველო
ახალი სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2026 წლის აპრილში უნდა დაიწყოს. 14.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-14T13:37+0400
2025-05-14T13:37+0400
2025-05-14T13:37+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/07/268307784_0:196:2668:1697_1920x0_80_0_0_a001fea0a6bce53b138bb10578a27bf3.jpg
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. სპეციალურმა უწყებათაშორისმა კომისიამ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, 70 ათას გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონის მშენებლობისთვის შერჩეულ ტერიტორიაზე იმსჯელა.ახალი დიდი სტადიონის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც თბილისის შემოგარენში განთავსდება, 2026 წლის აპრილში უნდა დაიწყოს. გარდა სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისა, სტადიონის ბაზაზე შეიქმნება მაღალი რანგის საკონცერტო ინფრასტრუქტურა და საკონვენციო ცენტრი. გუშინ გამართულ სამთავრობო კომისიის სხდომაზე, რომელიც თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შეიქმნა, მიიღეს გადაწყვეტილება მეგაპროექტის განსახორციელებლად განკუთვნილ ტერიტორიაზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიეწოდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სტადიონის მულტიფუნქციურობა მთელი წლის განმავლობაში სივრცის მაქსიმალურ დატვირთვას უზრუნველყოფს. ახალი სტადიონი საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს. ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფცია უეფას ექსპერტებთან ერთად მუშავდება. საქართველოს ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ამ სტადიონზე 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამართვა იგეგმება. ახალი სტადიონი 70 ათას გულშემატკივარზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სტადიონი, მაქსიმალური ხილვადობის ტრიბუნებით, საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს. სტადიონი იქნება UEFA-ს უმაღლესი (მე-4) კატეგორიის, რომელსაც სპორტული ღონისძიებების ჩატარების გარდა, ექნება მასშტაბური საკონცერტო და საკონვენციო ცენტრის ფუნქცია. მანამდე მთავრობამ განაცხადა, რომ ახალი სტადიონის მშენებლობა, სადაც კიდევ ერთი ამბიციური პროექტი, ახალი აეროპორტი უნდა აშენდეს, ვაზიანში იგეგმება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, არის მაღალი მოთხოვნა საგანგებო მნიშვნელობის მქონე მატჩებზე, საუბარია საფეხბურთო ნაკრების მატჩებზე. მოქმედი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამოს“ სტადიონი მხოლოდ 54.000 მაყურებელს იტევს, მოთხოვნა კი არის მეტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/07/268307784_0:141:2294:1862_1920x0_80_0_0_c25c8271e94b0e2672574c25352bdee8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები
სად აშენდება ახალი მულტიფუნქციური სტადიონი: კომისიამ შერჩეულ ტერიტორიაზე იმსჯელა
ახალი სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2026 წლის აპრილში უნდა დაიწყოს.
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. სპეციალურმა უწყებათაშორისმა კომისიამ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, 70 ათას გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონის მშენებლობისთვის შერჩეულ ტერიტორიაზე იმსჯელა.
ახალი დიდი სტადიონის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც თბილისის შემოგარენში განთავსდება, 2026 წლის აპრილში უნდა დაიწყოს. გარდა სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისა, სტადიონის ბაზაზე შეიქმნება მაღალი რანგის საკონცერტო ინფრასტრუქტურა და საკონვენციო ცენტრი.
გუშინ გამართულ სამთავრობო კომისიის სხდომაზე, რომელიც თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შეიქმნა, მიიღეს გადაწყვეტილება მეგაპროექტის განსახორციელებლად განკუთვნილ ტერიტორიაზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიეწოდება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სტადიონის მულტიფუნქციურობა მთელი წლის განმავლობაში სივრცის მაქსიმალურ დატვირთვას უზრუნველყოფს.
ახალი სტადიონი საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს.
ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფცია უეფას ექსპერტებთან ერთად მუშავდება.
საქართველოს ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ამ სტადიონზე 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამართვა იგეგმება.
70 ათას გულშემატკივარზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სტადიონი, მაქსიმალური ხილვადობის ტრიბუნებით, საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს.
სტადიონი იქნება UEFA-ს უმაღლესი (მე-4) კატეგორიის, რომელსაც სპორტული ღონისძიებების ჩატარების გარდა, ექნება მასშტაბური საკონცერტო და საკონვენციო ცენტრის ფუნქცია.
მანამდე მთავრობამ განაცხადა, რომ ახალი სტადიონის მშენებლობა, სადაც კიდევ ერთი ამბიციური პროექტი, ახალი აეროპორტი უნდა აშენდეს, ვაზიანში იგეგმება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, არის მაღალი მოთხოვნა საგანგებო მნიშვნელობის მქონე მატჩებზე, საუბარია საფეხბურთო ნაკრების მატჩებზე. მოქმედი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამოს“ სტადიონი მხოლოდ 54.000 მაყურებელს იტევს, მოთხოვნა კი არის მეტი.