პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქე დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2025
გამოწერა
სამართალდამცველებმა დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს.
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. იმერეთის და აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
37 წლის მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი" და გამომშრალი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორი, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და 19-260-ე ტერცია მუხლის მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0