https://sputnik-georgia.com/20250514/policiam-23-wlis-piri-daakava-293362632.html
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავროსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 23 წლის პირი დააკავეს
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავროსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 23 წლის პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში 4 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი წყლიდან გუშინვე უვნებლად ამოიყვანეს. 14.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-14T17:55+0400
2025-05-14T17:55+0400
2025-05-14T17:55+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24020/85/240208543_0:25:3555:2024_1920x0_80_0_0_17bc985d2cf06a67e8903903d9b3212d.jpg
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 23 წლის პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, აღნიშნულმა პირმა მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.თბილისში, მდინარე მტკვარში გუშინ, გვიან ღამით მსუბუქი ავტომობილი გადავარდა. მეხანძრე-მაშველებმა წყლიდან ერთი ადამიანი უვნებლად ამოიყვანეს, ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები კი ამ დრომდე გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა წყალში უკანა მხრიდან შეჯახების შედეგად გადავარდა. ავტომობილში 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. უწყების ცნობით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულია მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეც-ტექნიკა. გარდა ამისა, მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე ბუნებრივ ნიშნულამდე შეამცირეს, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან. შსს-მ მოუწოდა მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ გადაადგილებისგან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომლის ამოყვანაც მაშველებმა მალევე შეძლეს, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24020/85/240208543_411:0:3142:2048_1920x0_80_0_0_721f71cd713ff55072cf9d8088e656e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავროსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 23 წლის პირი დააკავეს
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში 4 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი წყლიდან გუშინვე უვნებლად ამოიყვანეს.
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 23 წლის პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულმა პირმა მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.
თბილისში, მდინარე მტკვარში გუშინ, გვიან ღამით მსუბუქი ავტომობილი გადავარდა. მეხანძრე-მაშველებმა წყლიდან ერთი ადამიანი უვნებლად ამოიყვანეს, ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები კი ამ დრომდე გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა წყალში უკანა მხრიდან შეჯახების შედეგად გადავარდა. ავტომობილში 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა.
უწყების ცნობით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულია მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეც-ტექნიკა.
გარდა ამისა, მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე ბუნებრივ ნიშნულამდე შეამცირეს, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან. შსს-მ მოუწოდა მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ გადაადგილებისგან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომლის ამოყვანაც მაშველებმა მალევე შეძლეს, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.