https://sputnik-georgia.com/20250514/--------293357977.html
ბათუმის შემდეგ ქობულეთი: ლევან ზოიძე მერის თანამდებობიდან გადადგა
ბათუმის შემდეგ ქობულეთი: ლევან ზოიძე მერის თანამდებობიდან გადადგა
Sputnik საქართველო
ლევან ზოიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 14.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-14T13:15+0400
2025-05-14T13:15+0400
2025-05-14T17:36+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
აჭარა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/0e/293361174_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_1b4b40e14bd818e7f9fbb9d210331511.jpg
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია თავად ზოიძემ გაავრცელა. ლევან ზოიძე ქობულეთის მერის პოზიციაზე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2025 წლის ოქტომბერში ეწურებოდა. ქობულეთის ყოფილმა მერმა მადლობა გადაუხადა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასაც" და აღნიშნა, რომ რჩება გუნდის ერთგულ წევრად. გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მერის მოვალეობას, პირველი მოადგილე ირაკლი ცეცხლაძე შეასრულებს.2007 წლიდან ლევან ზოიძე ბათუმის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, 2011 წლიდან კი ბათუმის იუსტიციის სახლში კოორდინატორის თანამდებობაზე მუშაობდა. 2019-2020 წლებში იყო ქობულეთის მერის პირველი მოადგილე.გუშინ თანამდებობა დატოვა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმაც.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/0e/293361174_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_7aed1d74448f1b57dcedcebc12279946.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, აჭარა , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, აჭარა , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ბათუმის შემდეგ ქობულეთი: ლევან ზოიძე მერის თანამდებობიდან გადადგა
13:15 14.05.2025 (განახლებულია: 17:36 14.05.2025) ლევან ზოიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია თავად ზოიძემ გაავრცელა.
ლევან ზოიძე ქობულეთის მერის პოზიციაზე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2025 წლის ოქტომბერში ეწურებოდა.
„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქის ხელმძღვანელობა და მოქალაქეების საჭიროებების მაქსიმალურად გადაწყვეტა. მადლობას ვუხდი ქობულეთელებს მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამიანებს რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი მხარის უკეთესი მომავლის შესაქმნელად“, - დაწერა ზოიძემ.
ქობულეთის ყოფილმა მერმა მადლობა გადაუხადა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასაც" და აღნიშნა, რომ რჩება გუნდის ერთგულ წევრად.
გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მერის მოვალეობას, პირველი მოადგილე ირაკლი ცეცხლაძე შეასრულებს.
2007 წლიდან ლევან ზოიძე ბათუმის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, 2011 წლიდან კი ბათუმის იუსტიციის სახლში კოორდინატორის თანამდებობაზე მუშაობდა. 2019-2020 წლებში იყო ქობულეთის მერის პირველი მოადგილე.
გუშინ თანამდებობა დატოვა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმაც.