https://sputnik-georgia.com/20250513/narkodanashaulistvis-5-moqalaqe-daakaves-293341287.html
ნარკოდანაშაულის ბრალდებით საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეები დააკავეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეები დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრიბა ემუქრებათ. 13.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-13T16:47+0400
2025-05-13T16:47+0400
2025-05-13T16:47+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0c/252566677_0:2:2596:1462_1920x0_80_0_0_f3f7c36dde7333cfc4e3997802c0d0d9.jpg
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. აჭარის, შიდა ქართლისა და იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი ადამიანი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 19-51 წლამდეა, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქეა. აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება, გასაღების მცდელობა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება.პოლიციამ ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელა. ასევე ამოღებულია ელექტროსასწორები და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის, გასაღების მომზადებისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0c/252566677_322:0:2274:1464_1920x0_80_0_0_894338769daf8dc00e316eee63076e8b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
ნარკოდანაშაულის ბრალდებით საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეები დააკავეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრიბა ემუქრებათ.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. აჭარის, შიდა ქართლისა და იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი ადამიანი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 19-51 წლამდეა, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქეა.
აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება, გასაღების მცდელობა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება.
პოლიციამ ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად და მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის : „ჰეროინი“, „მეტადონი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ასევე ამოღებულია ელექტროსასწორები და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის, გასაღების მომზადებისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.