https://sputnik-georgia.com/20250513/britanetis-moqalaqes-didi-odenobit-narkotiki-shemohqonda-293340493.html
12 კგ „მარიხუანა“ და 2 კგ „ჰაშიში“: დაკავებულია 19 წლის ბრიტანელი ქალი
12 კგ „მარიხუანა“ და 2 კგ „ჰაშიში“: დაკავებულია 19 წლის ბრიტანელი ქალი
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 13.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-13T12:19+0400
2025-05-13T12:19+0400
2025-05-13T12:19+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემოსავლების სამსახური
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324224_0:131:2500:1537_1920x0_80_0_0_b7e38e022d998299dd7e60e52c345255.jpg
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საგამოძიებო უწყება 19 წლის ქალს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას ედავება. უწყების ცნობით, შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგი რენტგენო-ინსპექტირების სკანერით დაათვალიერეს და საეჭვო შიგთავსი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც ბარგი დამატებით ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა. დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს სამგზავრო ჩანთაში ნარკოტიკული ნივთიერება „მარიხუანა" 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვებში ჰქონდა განთავსებული, ასევე ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 20 შეფუთვა „ჰაშიში".გამოძიება სსკ-ის 260-ე, 262-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324224_139:0:2362:1667_1920x0_80_0_0_f3a47a3919e1b10876d87593a55115f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემოსავლების სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემოსავლების სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
12 კგ „მარიხუანა“ და 2 კგ „ჰაშიში“: დაკავებულია 19 წლის ბრიტანელი ქალი
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება 19 წლის ქალს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას ედავება.
უწყების ცნობით, შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგი რენტგენო-ინსპექტირების სკანერით დაათვალიერეს და საეჭვო შიგთავსი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც ბარგი დამატებით ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.
დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს სამგზავრო ჩანთაში ნარკოტიკული ნივთიერება „მარიხუანა" 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვებში ჰქონდა განთავსებული, ასევე ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 20 შეფუთვა „ჰაშიში".
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 262-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.