არასრულწლოვანთა დანაშაული საქართველოში - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2025
გამოწერა
დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. 2025 წლის იანვარ-მარტში სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის 14-დან 17 წლამდე 202 პირი დააკავეს, ნათქვამია სტატისკიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
მათგან 40% თბილისში დააკავეს. დანაშაულის ჩამდენი მოზარდების რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე კი იმერეთის რეგიონი.
დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა ძარცვა. გარდა ამისა, მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორისაა მუქარა, ჯანმრთელობის დაზიანება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები.
ამასთან, 2025 წლის პირველ კვარტალში 18 წლამდე 311 პირი სხვადასხვა დანაშაულის მსხვერპლად იქნა აღიარებული - მათი უმრავლესობა ოჯახში ძალადობისა და ცემის მსხვერპლია.
გარდა ამისა, 2025 წლის პირველ სამ თვეში 32 მოზარდი აღიარეს სექსუალური ხასიათის დანაშაულის მსხვერპლად, როგორიცაა გაუპატიურება, სქესობრივი კავშირი 16 წლამდე პირთან და გარყვნილი ქმედება.
საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის შედეგად გამარტივებულია არასრულწლოვანის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარების პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.
ყველა ახალი ამბავი
0