ხაშურში 3 პირი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2025
გამოწერა
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ხაშურის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა სოფელ საჯვარეში მოხდა.
გავრელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რომელიც წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.
დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილი.
პოლიციამ სავარაუდო ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0