თბილისში „აბრეშუმის გზის" ფორუმი გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2025
გამოწერა
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მთავრობებისა და საერთაოშიროს ორგანიზაციების დაახლოებით 60 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ოქტომბერში თბილისში ერთბაშად ორი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართება – „აბრეშუმის გზის" ფორუმი და „ფინტექ სამიტი", ღონისძიებებისთვის თანხები უკვე გამოყოფილია.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" მეხუთედ გაიმართება. ფორუმის მიზანია შეიქმნას და გამყარდეს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც „აბრეშუმის გზის" ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, ღონისძიებას თბილისი 22-23 ოქტომბერს უმასპინძლებს და მისი გამართვისთვის ეკონომიკის სამინისტრო 1,9 მლნ ლარზე მეტს დხარჯავს.
წინასწარი ინფორმაციით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მთავრობებისა და საერთაოშიროს ორგანიზაციების დაახლოებით 60 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
ფორუმი მოიცავს თემატურ პანელებს, რომლებიც ტრანსპორტის, ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებებს შეეხება.
პარალელურად, თარიღებში თბილისში გაიმართება „ფინტექ სამიტი" რომლის ორგანიზატორიც არის სინგაპურული კომპანია Global Finance & Technology Network Limited. თანაორგანიზატორები კი არიან საქართველოს ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტრო.
სამიტს დაესწრება 2000-მდე მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საფინანსო სექტორიდან. აქცენტი გაკეთდება პანელურ დისკუსიებზე, ცოდნის გაზიარებასა და პარტნიორობის განვითარებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0