https://sputnik-georgia.com/20250508/62-wlis-qals-sxvadasxva-pirtan-sqesobriv-kavshirs-aizulebdnen-293248631.html
62 წლის ქალს სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირს აიძულებდა: დაკავებულია 32 წლის ქალი
62 წლის ქალს სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირს აიძულებდა: დაკავებულია 32 წლის ქალი
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 08.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-08T12:39+0400
2025-05-08T12:39+0400
2025-05-08T12:39+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824828_0:0:2501:1407_1920x0_80_0_0_06a462f89dd34288e2899f1385c88eb5.jpg
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ტრეფიკინგის ბრალდებით 32 წლის ქალი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ბრალდებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ბრალდებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებითა და მუქარით, 62 წლის ქალს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ამ გზით მოპოვებული თანხის ნაწილს ბრალდებული ისაკუთრებდა.გამოძიება სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824828_133:0:2358:1669_1920x0_80_0_0_23d08ff5155e2f10a8864923a58ea556.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
62 წლის ქალს სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირს აიძულებდა: დაკავებულია 32 წლის ქალი
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ტრეფიკინგის ბრალდებით 32 წლის ქალი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ბრალდებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებითა და მუქარით, 62 წლის ქალს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ამ გზით მოპოვებული თანხის ნაწილს ბრალდებული ისაკუთრებდა.
გამოძიება სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს.