https://sputnik-georgia.com/20250507/tbilisshi-7-narkorealiatori-daakaves-293212814.html
თბილისში შვიდი ნარკორეალიზატორი დააკავეს
თბილისში შვიდი ნარკორეალიზატორი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 07.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-07T13:49+0400
2025-05-07T13:49+0400
2025-05-07T13:49+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283492755_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_fd76e401f3cdd950520a0e145c1c3fe8.jpg
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებში სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საგამოძიებო უწყება დაკავებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, გასაღებას, გასაღების მომზადებასა და მცდელობას, ასევე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ედავება. დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 20-დან 50 წლამდეა, ერთ-ერთი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობები, ელექტროსასწორი და პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 273-ე პრიმა, 19-260 ტერცია, 18-260 ტერცია და 265-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283492755_328:0:3059:2048_1920x0_80_0_0_48f440dc58205b56965e1e05d3b84a2a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
თბილისში შვიდი ნარკორეალიზატორი დააკავეს
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებში სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება დაკავებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, გასაღებას, გასაღების მომზადებასა და მცდელობას, ასევე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ედავება.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 20-დან 50 წლამდეა, ერთ-ერთი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები „ბუპრენორფინი“, „ჰეროინი“ „ალფა-პვპ“, „გამომშრალი მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობები, ელექტროსასწორი და პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 273-ე პრიმა, 19-260 ტერცია, 18-260 ტერცია და 265-ე მუხლებით მიმდინარეობს.