https://sputnik-georgia.com/20250507/saqartveloshi-swocdaucvelta-raodenoba-izrdeba-293211771.html
საქართველოში სოციალურად დაუცველ პირთა რაოდენობა იზრდება
საქართველოში სოციალურად დაუცველ პირთა რაოდენობა იზრდება
Sputnik საქართველო
2022 წლის 1-ელი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობის დახმარებას იღებენ. 07.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-07T11:00+0400
2025-05-07T11:00+0400
2025-05-07T11:00+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250707490_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_60213b03f7f83ac3f29de079a58c2895.jpg
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. 2024 წელს საქართველოში სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობამ 671,3 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2,3%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.2024 წელს საქართველოში სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 18,1%-ს შეადგენდა, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 13% იყო.როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომლის უწყებაც დაკავებულია სოციალური საკითხებით, ციფრები ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობას არ ასახავს.მისი თქმით, ამ ეტაპზე ოჯახების შემოწმება ხდება მხოლოდ მათი მოთხოვნების საფუძველზე და არა მათი სტატუსის გადამოწმების მიზნით.სოციალურად დაუცველ პირთა შორის 222,6 ათასი ის ადამიანია, ვინც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმდა და რომელთაც სტატუსი ოთხი წლის შემდეგ მოეხსნებათ.მინისტრის თქმით, ეს ასევე აისახება ქვეყანაში სოციალურად დაუცველი პირების საერთო რაოდენობაზე.სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია რეიტინგულ ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ წევრზე. 2022 წლის 1-ელი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობის დახმარებას იღებენ.საქართველოში სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამა 2022 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18 წელს ზემოთ შრომისუნარიან მოქალაქეებს, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას. აღნიშნულ პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველი ოჯახები სახელმწიფოსგან დახმარებას 4 წლის განმავლობაში მიიღებენ და მათი სტატუსი არ გადაიხედება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250707490_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_0af35cfc2e124324f5e32aa9005e83fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში სოციალურად დაუცველ პირთა რაოდენობა იზრდება
2022 წლის 1-ელი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობის დახმარებას იღებენ.
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. 2024 წელს საქართველოში სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობამ 671,3 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2,3%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
2024 წელს საქართველოში სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 18,1%-ს შეადგენდა, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 13% იყო.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომლის უწყებაც დაკავებულია სოციალური საკითხებით, ციფრები ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობას არ ასახავს.
„სინამდვილეში ეს ციფრი არ ასახავს სოციალურად დაუცველთა არსებულ მდგომარეობას. სამწუხაროდ, როგორც იცით, მონაცემთა ბაზაში კვლავ არიან ადამიანები, რომლებიც დახმარებას ძველი რეგისტრაციით იღებენ და შემოწმების შემდეგ მათი სტატუსი, შესაძლოა, გაუქმდეს, რადგან მათ დახმარება აღარ ესაჭიროებათ“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ოჯახების შემოწმება ხდება მხოლოდ მათი მოთხოვნების საფუძველზე და არა მათი სტატუსის გადამოწმების მიზნით.
სოციალურად დაუცველ პირთა შორის 222,6 ათასი ის ადამიანია, ვინც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმდა და რომელთაც სტატუსი ოთხი წლის შემდეგ მოეხსნებათ.
მინისტრის თქმით, ეს ასევე აისახება ქვეყანაში სოციალურად დაუცველი პირების საერთო რაოდენობაზე.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია რეიტინგულ ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ წევრზე. 2022 წლის 1-ელი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობის დახმარებას იღებენ.
საქართველოში სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამა 2022 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18 წელს ზემოთ შრომისუნარიან მოქალაქეებს, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას. აღნიშნულ პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველი ოჯახები სახელმწიფოსგან დახმარებას 4 წლის განმავლობაში მიიღებენ და მათი სტატუსი არ გადაიხედება.