https://sputnik-georgia.com/20250506/umagles-saswavleblebshi-qartuli-enis-swavleba-savaldebulo-iqneba-293198470.html
უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება სავალდებულო იქნება
უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება სავალდებულო იქნება
Sputnik საქართველო
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა ფაკულტეტზე ქართული ენის სწავლა 2005 წლამდე სავალდებულო იყო. 06.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-06T17:38+0400
2025-05-06T17:38+0400
2025-05-06T17:38+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23393/63/233936311_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_53deb28f23df38b62e7f1048a1b64fef.jpg
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო იქნება, შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე დაინიცირდა.„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სავალდებულო იქნება ქართული ენის სპეციალური კურსის გავლა.უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლება მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყება - კურსი ორსემესტრიანი იქნება. 2025 წლის 1-ელ აგვისტომდე განათლების სამინისტრო პროგრამის კურსს დაამტკიცებს.მმართველი პარტიის დეპუტატები აღნიშნული ცვლილებების მიღების მიზეზად სტუდენტებში ქართული ენის ცოდნის დაბალ დონეს ასახელებენ.უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა ფაკულტეტზე ქართული ენის სწავლა 2005 წლამდე სავალდებულო იყო. რეფორმის შემდეგ, ქართული ენა სავალდებულო საგნების კატეგორიიდან არაძირითად ფაკულტეტებზე არჩევითი საგნების კატეგორიაში გადავიდა.საქართველოში 63 უნივერსიტეტია, რომელთაგან 19 საჯაროა, 44 კი კერძო. უმაღლესი სასწავლებლების 64% თბილისში მდებარეობს. საქართველოს უნივერსიტეტებში შემდეგ კურსზე გადასვლა მიღებული კრედიტების რაოდენობით განისაზღვრება. სავალდებულო საგნებისთვის საკმარისი კრედიტების დასაგროვებლად, სტუდენტებმა უნდა აირჩიონ დამატებითი საგნები - საგნების ჩამონათვალს ფაკულტეტი წარადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23393/63/233936311_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_f55f1bc552be585e0e495cabdc73c3bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , ახალი ამბები
უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება სავალდებულო იქნება
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა ფაკულტეტზე ქართული ენის სწავლა 2005 წლამდე სავალდებულო იყო.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო იქნება, შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე დაინიცირდა.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სავალდებულო იქნება ქართული ენის სპეციალური კურსის გავლა.
უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლება მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყება - კურსი ორსემესტრიანი იქნება. 2025 წლის 1-ელ აგვისტომდე განათლების სამინისტრო პროგრამის კურსს დაამტკიცებს.
მმართველი პარტიის დეპუტატები აღნიშნული ცვლილებების მიღების მიზეზად სტუდენტებში ქართული ენის ცოდნის დაბალ დონეს ასახელებენ.
„აღნიშნული ცვლილებები სტუდენტებს საშუალებას მისცემს, გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნის დონე და წიგნიერება“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა ფაკულტეტზე ქართული ენის სწავლა 2005 წლამდე სავალდებულო იყო. რეფორმის შემდეგ, ქართული ენა სავალდებულო საგნების კატეგორიიდან არაძირითად ფაკულტეტებზე არჩევითი საგნების კატეგორიაში გადავიდა.
საქართველოში 63 უნივერსიტეტია, რომელთაგან 19 საჯაროა, 44 კი კერძო. უმაღლესი სასწავლებლების 64% თბილისში მდებარეობს. საქართველოს უნივერსიტეტებში შემდეგ კურსზე გადასვლა მიღებული კრედიტების რაოდენობით განისაზღვრება. სავალდებულო საგნებისთვის საკმარისი კრედიტების დასაგროვებლად, სტუდენტებმა უნდა აირჩიონ დამატებითი საგნები - საგნების ჩამონათვალს ფაკულტეტი წარადგენს.