კახეთში ოთხი ნარკორეალიზატორი დააკავეს: მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2025
გამოწერა
დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა სიღნაღში, გურჯაანსა და ახმეტაში სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება აღნიშნულ პირებს ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას ედავება.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 30-დან 56 წლამდეა, არიან წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირები. ერთ-ერთი ბრალდებული ერაყის რესპუბლიკის მოქალაქეა.
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირებისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებები „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ" და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0