https://sputnik-georgia.com/20250503/ziritadi-darrvevebi-saprotesto-aqciebze-ramdeni-adamiani-dajarimda-saqartvelosi-293174295.html
ძირითადი დარღვევები საპროტესტო აქციებზე: რამდენი ადამიანი დაჯარიმდა საქართველოში
ძირითადი დარღვევები საპროტესტო აქციებზე: რამდენი ადამიანი დაჯარიმდა საქართველოში
Sputnik საქართველო
პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის პასუხისგენაში მიცემულია რვა არასრულწლოვანი და 60 წელს გადაცილებული 5 პირი. 03.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-03T17:52+0400
2025-05-03T17:52+0400
2025-05-03T17:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275633732_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_3afbe80bb10029a362cdc2e7298e30a6.jpg
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. 2025 წლის 1 იანვრიდან 16 აპრილამდე პერიოდში პოლიციამ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობის 600 და წვრილმანი ხულიგნობის 382 შემთხვევა დააფიქსირა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.2024 წლის შემოდგომაზე საქართველოში დაიწყო საპროტესტო აქციები მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადებას ეხებოდა და პროტესტი დღემდე გრძელდება. თებერვალში ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონმდებლობა დემონსტრაციების ჩატარების წესების დარღვევებთან დაკავშირებით, ჯარიმები და სასჯელები კი რამდენჯერმე გაზარდა.„პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა“ და „წვრილმანი ხულიგნობა“ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი ყველაზე გავრცელებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებია.უწყების ოფიციალური მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდება წაუყენეს 593 პირს, რომელთაგან 26 ქალი იყო. ამ დანაშაულისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების საშუალო ასაკი 18-დან 40 წლამდეა.გარდა ამისა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის პასუხისგენაში მიცემულია რვა არასრულწლოვანი და 60 წელს გადაცილებული 5 პირი.რაც შეეხება წვრილმან ხულიგნობას, ზემოაღნიშნულ პერიოდში პოლიციამ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში 380 პირი მისცა, რომელთაგან 11 ქალი იყო. წვრილმან ხულიგნობაში მხილებულთაგან ერთი არასრულწლოვანი იყო, ოთხი კი 60 წელს გადაცილებული პირია.პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტების ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოს პროტესტის ტრადიციულ ეპიცენტრებში - თბილისსა და აჭარაში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე მცირე რაოდენობა - გურიასა და მცხეთა-მთიანეთში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275633732_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_c86f8cb48652c1cb954e2125e57ae8a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში
ძირითადი დარღვევები საპროტესტო აქციებზე: რამდენი ადამიანი დაჯარიმდა საქართველოში
პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის პასუხისგენაში მიცემულია რვა არასრულწლოვანი და 60 წელს გადაცილებული 5 პირი.
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. 2025 წლის 1 იანვრიდან 16 აპრილამდე პერიოდში პოლიციამ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობის 600 და წვრილმანი ხულიგნობის 382 შემთხვევა დააფიქსირა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
2024 წლის შემოდგომაზე საქართველოში დაიწყო საპროტესტო აქციები მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადებას ეხებოდა და პროტესტი დღემდე გრძელდება. თებერვალში ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონმდებლობა დემონსტრაციების ჩატარების წესების დარღვევებთან დაკავშირებით, ჯარიმები და სასჯელები კი რამდენჯერმე გაზარდა.
„პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა“ და „წვრილმანი ხულიგნობა“ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი ყველაზე გავრცელებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებია.
უწყების ოფიციალური მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდება წაუყენეს 593 პირს, რომელთაგან 26 ქალი იყო. ამ დანაშაულისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების საშუალო ასაკი 18-დან 40 წლამდეა.
გარდა ამისა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის პასუხისგენაში მიცემულია რვა არასრულწლოვანი და 60 წელს გადაცილებული 5 პირი.
რაც შეეხება წვრილმან ხულიგნობას, ზემოაღნიშნულ პერიოდში პოლიციამ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში 380 პირი მისცა, რომელთაგან 11 ქალი იყო. წვრილმან ხულიგნობაში მხილებულთაგან ერთი არასრულწლოვანი იყო, ოთხი კი 60 წელს გადაცილებული პირია.
პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტების ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოს პროტესტის ტრადიციულ ეპიცენტრებში - თბილისსა და აჭარაში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე მცირე რაოდენობა - გურიასა და მცხეთა-მთიანეთში.