საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება შესაძლოა ლიმიტირებული გახდეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2025
გამოწერა
საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ კანონებს ამკაცრებს.
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს უცხოელი მიგრანტების დასაქმების საკითხის დარეგულირებასა და მათთვის ლიმიტების დაწესებაზე, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
საქართველო ამკაცრებს კანონებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით, კერძოდ, აწესებს სასჯელს ქვეყნიდან დეპორტაციის სახით რიგი ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სამართალდარღვევების ჩადენისთვის, გარდა ამისა, მარტივდება ქვეყნის მიერ თავშესაფრის მინიჭების საკითხი.
„იმის გამო, რომ კანონმდებლობა ამ ნაწილში გაუმართავია, დადგა შემთხვევები, როცა სამუშაოს ქართველი დასაქმებულები კარგავენ და მის ადგილს უცხოელი იკავებს. ამ დროს მას არანაირი მოთხოვნა არა აქვს ჩადებული და არც დამსაქმებელს აქვს ვალდებულება, რომ სახელმწიფოს აცნობოს. ამიტომ საკითხი მოწესრიგდება და პარლამენტს ცვლილებათა პაკეტს წარვუდგენთ. ეს მოგვცემს იმას, რომ იყოს კონტროლირებადი და იმ საფრთხის წინაშე არ დავდგეთ, რაც დღეს დგას“, - განაცხადა დარახველიძემ.
მისი თქმით, უცხოელი მოქალაქეების დასაქმებისას ლიმიტების დაწესების პრაქტიკა ბევრ ქვეყანას აქვს.
„თუ ასეთი მექანიზმები სხვა ქვეყნებს აქვს, ჩვენთან რატომ არ უნდა იყოს მოწესრიგებული?! საკითხი ჩვენი მოქალაქეების სამართლიან აღშფოთებას იწვევს“, - განაცხადა დარახველიძემ.
დღესდღეობით, კომპანია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოსთან შეთანხმების ფარგლებში არის ვალდებული, ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმოს.
კომპანიებისთვის სხვა შეზღუდვები არ არსებობს და მათ აქვთ უფლება, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, თავად გადაწყვიტონ, ვინ დაიქირაონ, უცხოელები თუ საქართველოს მოქალაქეები.
ყველა ახალი ამბავი
0