https://sputnik-georgia.com/20250503/batumsi-ori-narkomovawre-daakaves-ert-erti-ucxoelia-293161504.html
ბათუმში ორი ნარკორეალიზატორი დააკავეს: მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
ბათუმში ორი ნარკორეალიზატორი დააკავეს: მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
Sputnik საქართველო
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 03.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-03T15:40+0400
2025-05-03T15:40+0400
2025-05-03T15:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_34303e3ed586d7c027af102cfe08a88f.jpg
თბილისი, 3 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საგამოძიებო უწყება 32 წლის ასაკის პირებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობას ედავება. ერთ-ერთი დაკავებული მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეა.სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა-პვპ", „კლეფედრონი“ და „მეთადონი“. ასევე ამოღებულია ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება, ელექტროსასწორები და წებოვანი ლენტები.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_c0892f0f125ea77045a297ffd9e4621e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ბათუმში ორი ნარკორეალიზატორი დააკავეს: მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 3 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება 32 წლის ასაკის პირებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობას ედავება. ერთ-ერთი დაკავებული მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეა.
სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა-პვპ", „კლეფედრონი“ და „მეთადონი“. ასევე ამოღებულია ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება, ელექტროსასწორები და წებოვანი ლენტები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.