https://sputnik-georgia.com/20250503/araferi-aqvs-saerto-evropul-rirebuebebtan-volski-epp-s-rezoluciaze-293162592.html
არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან - ვოლსკი EPP-ს რეზოლუციაზე
არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან - ვოლსკი EPP-ს რეზოლუციაზე
Sputnik საქართველო
ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს საერთაშორისო ინსტიტუტებს, არ აღიარონ საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობა 03.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-03T19:20+0400
2025-05-03T19:20+0400
2025-05-03T19:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ევროპა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511691_0:53:3000:1741_1920x0_80_0_0_6a3c8a2f9e145389684c2032aa229abf.jpg
თბილისი, 3 მაისი — Sputnik.„ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) მიერ მიღებულ რეზოლუციას არაფერი აქვს საერთო ევროპულ ფასეულობებთან და ის საქართველოში მხოლოდ დესტაბილიზაციას და ხელისუფლების შეცვლას ემსახურება, განაცხადა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.EPP-მ ვალენსიაში გამართულ ყრილობაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს საერთაშორისო ინსტიტუტებს, არ აღიარონ საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობა და ამის ნაცვლად, ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღიარონ, როგორც „ქართველი ხალხის ერთადერთ ლეგიტიმური წარმომადგენელი“. ევროპის სახალხო პარტიამ „ქართულ ოცნებას“ ახალი არჩევნების თარიღის დანიშვნისკენ მოუწოდა.პოლიტიკოსის თქმით, „ნაცმოძრაობა“ - ევროპის სახალხო პარტიის ერთ-ერთი შემადგენელი მცირე სეგმენტი რომ გახდეს საქართველოში მმართველი ძალა, ეს არის ის ამოცანა, რომელსაც ემსახურებიან კონკრეტული პირები.„მათთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას წარმოადგენს დღეს ხელისუფლება, რა მდგომარეობაა საქართველოში, რა გამოწვევებია ჩვენ წინაშე. მათ უნდათ დესტაბილიზაცია და ამ დესტაბილიზაციისათვის აკეთებენ ყველაფერს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.ევროპის სახალხო პარტია ევროპის უდიდესი პოლიტიკური პარტიაა. ის 1976 წელს დაარსდა და წარმოდგენილია ევროკავშირის ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტში, ასევე ევროპის საბჭოში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ევროპის სახალხო პარტიის წევრია 2008 წლიდან.„კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ და „რადიკალური ოპოზიციის“ ქვეშ ხელისუფლება გულისხმობს ქვეყნის ყოფილ მმართველ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტ და მემკვიდრე პარტიებს. ყველა ეს პარტია საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მოხვდა პარლამენტში, მაგრამ მათ უარი თქვეს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე.ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ - ისინი ამტკიცებენ, რომ ახლა ქვეყანას „არალეგიტიმური ხელისუფლება“ მართავს.საქართველო და დასავლეთისაქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511691_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_50c87ee335440434c6fea0ce346637a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ევროპა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ევროპა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან - ვოლსკი EPP-ს რეზოლუციაზე
ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს საერთაშორისო ინსტიტუტებს, არ აღიარონ საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობა
თბილისი, 3 მაისი — Sputnik.„ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) მიერ მიღებულ რეზოლუციას არაფერი აქვს საერთო ევროპულ ფასეულობებთან და ის საქართველოში მხოლოდ დესტაბილიზაციას და ხელისუფლების შეცვლას ემსახურება, განაცხადა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
EPP-მ ვალენსიაში გამართულ ყრილობაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს საერთაშორისო ინსტიტუტებს, არ აღიარონ საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობა და ამის ნაცვლად, ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღიარონ, როგორც „ქართველი ხალხის ერთადერთ ლეგიტიმური წარმომადგენელი“. ევროპის სახალხო პარტიამ „ქართულ ოცნებას“ ახალი არჩევნების თარიღის დანიშვნისკენ მოუწოდა.
„ევროპის სტანდარტთან, ევროპის სულისკვეთებასთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს. ეს არის ბრძოლა ხელისუფლებისათვის არა მარტო ევროკავშირის შიგნით, არამედ მის გარეთაც“, - განაცხადა ვოლსკიმ.
პოლიტიკოსის თქმით, „ნაცმოძრაობა“ - ევროპის სახალხო პარტიის ერთ-ერთი შემადგენელი მცირე სეგმენტი რომ გახდეს საქართველოში მმართველი ძალა, ეს არის ის ამოცანა, რომელსაც ემსახურებიან კონკრეტული პირები.
„მათთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას წარმოადგენს დღეს ხელისუფლება, რა მდგომარეობაა საქართველოში, რა გამოწვევებია ჩვენ წინაშე. მათ უნდათ დესტაბილიზაცია და ამ დესტაბილიზაციისათვის აკეთებენ ყველაფერს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ევროპის სახალხო პარტია ევროპის უდიდესი პოლიტიკური პარტიაა. ის 1976 წელს დაარსდა და წარმოდგენილია ევროკავშირის ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტში, ასევე ევროპის საბჭოში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ევროპის სახალხო პარტიის წევრია 2008 წლიდან.
„კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ და „რადიკალური ოპოზიციის“ ქვეშ ხელისუფლება გულისხმობს ქვეყნის ყოფილ მმართველ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტ და მემკვიდრე პარტიებს. ყველა ეს პარტია საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მოხვდა პარლამენტში, მაგრამ მათ უარი თქვეს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე.
ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ - ისინი ამტკიცებენ, რომ ახლა ქვეყანას „არალეგიტიმური ხელისუფლება“ მართავს.
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.