https://sputnik-georgia.com/20250502/arcil-kalandiam-prezident-erdorans-rwmunebata-sigelebi-gadasca-293148368.html
არჩილ კალანდიამ პრეზიდენტ ერდოღანს რწმუნებათა სიგელები გადასცა
არჩილ კალანდიამ პრეზიდენტ ერდოღანს რწმუნებათა სიგელები გადასცა
Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა ერდოღანმა საქართველოს ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 02.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-02T11:32+0400
2025-05-02T11:32+0400
2025-05-02T11:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/01/293145891_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_fafb715669659a1cbdf0c59f0088bff0.jpg
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიიფ ერდოღანს, რწმუნებათა სიგელები გადასცა, ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ელჩი მოვალეობის შესრულებას დანიშვნის ქვეყანაში სახელმწიფოს მეთაურისთვის ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ იწყებს.ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის გამართულ პირისპირ შეხვედრაზე, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა.პრეზიდენტმა ერდოღანმა საქართველოს ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.არჩილ კალანდია თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მარტში დაინიშნა. 2005 წლიდან მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2018-2023 წლებში ეკავა ჩინეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტი. კალანდიას მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური წოდება.კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს ელჩებსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.თურქეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების სიაში პირველ ადგილს იკავებს. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%-ს შეადგენს.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/01/293145891_0:0:1850:1387_1920x0_80_0_0_1b6021c3101a862eb5f980a4070bf0e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
არჩილ კალანდიამ პრეზიდენტ ერდოღანს რწმუნებათა სიგელები გადასცა
პრეზიდენტმა ერდოღანმა საქართველოს ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიიფ ერდოღანს, რწმუნებათა სიგელები გადასცა, ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ელჩი მოვალეობის შესრულებას დანიშვნის ქვეყანაში სახელმწიფოს მეთაურისთვის ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ იწყებს.
ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის გამართულ პირისპირ შეხვედრაზე, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა.
პრეზიდენტმა ერდოღანმა საქართველოს ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
არჩილ კალანდია თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მარტში დაინიშნა. 2005 წლიდან მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2018-2023 წლებში ეკავა ჩინეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტი. კალანდიას მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური წოდება.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს ელჩებსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.
თურქეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების სიაში პირველ ადგილს იკავებს. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%-ს შეადგენს.