სამეგრელოში ყალბ ნარკოლოგიურ ცნობებს გასცემდნენ: მხილებულია ორი პირი

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2025
გამოწერა
ბრალდებულებს 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე ორი პირი ამხილა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთი ბრალდებული სამეგრელოს რეგიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა. მან დაინტერესებულ პირებზე შესაბამისი პროცედურების გავლის გარეშე გასცა ყალბი ცნობები ნარკოლოგიური შემოწმების თაობაზე. მეორე ბრალდებულმა კი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას გამოიჩინა გულგრილობა და არ გააკონტროლა გაცემული დოკუმენტები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 221-ე, 362-ე და 2201-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0