https://sputnik-georgia.com/20250501/mixeil-yavelasvili-turqetis-elcs-sexvda-ra-ganixiles-mxareebma-293139757.html
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა: რა განიხილეს მხარეებმა
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა: რა განიხილეს მხარეებმა
Sputnik საქართველო
თურქეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. 01.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-01T18:25+0400
2025-05-01T18:25+0400
2025-05-01T18:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
თურქეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1e/291604093_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_3a496adbe6aed30827d7b301b32437c5.jpg
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდნტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, მათ შორის, საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. განსაკუთრებით, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად ათვისებისა და განვითარების აუცილებლობას. მიხეილ ყაველაშვილმა თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს 1992 წლის 21 მაისს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში. თურქეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 2,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 6,5%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდზე. თურქეთის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 13,9%-ია.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1e/291604093_152:0:2048:1422_1920x0_80_0_0_fc481a45c706505534a82f0cad375639.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, თურქეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, თურქეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა: რა განიხილეს მხარეებმა
თურქეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა.
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდნტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
„ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში", - ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, მათ შორის, საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. განსაკუთრებით, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად ათვისებისა და განვითარების აუცილებლობას.
მიხეილ ყაველაშვილმა თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს 1992 წლის 21 მაისს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.
თურქეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 2,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 6,5%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდზე. თურქეთის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 13,9%-ია.