https://sputnik-georgia.com/20250429/tbilisshi-4-narkorealizatori-daakaves-293081694.html
თბილისში ოთხი ნარკორეალიზატორი დააკავეს
თბილისში ოთხი ნარკორეალიზატორი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 29.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-29T13:44+0400
2025-04-29T13:44+0400
2025-04-29T13:44+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 23-დან 62 წლამდეა, არის წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირიც. დაკავებულებს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, გასაღებას, გასაღების მომზადებასა და მცდელობას ედავება. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების, პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები „ალფა-პვპ", „ბუპრენორფინი", „კლეფედრონი", „მეთადონი" „ამფეტამინი“, „მეტამფეტამინი“ და „მდმა". ასევე ამოღებულია ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პაკეტები. გამოძიება სსკ-ის 260-ე, 18-260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში
თბილისში ოთხი ნარკორეალიზატორი დააკავეს
დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 23-დან 62 წლამდეა, არის წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირიც.
დაკავებულებს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, გასაღებას, გასაღების მომზადებასა და მცდელობას ედავება.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების, პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები „ალფა-პვპ", „ბუპრენორფინი", „კლეფედრონი", „მეთადონი" „ამფეტამინი“, „მეტამფეტამინი“ და „მდმა". ასევე ამოღებულია ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პაკეტები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 18-260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს.