https://sputnik-georgia.com/20250429/parlamentis-sagamoziebo-komisias-saqmianobis-vada-gaugrzelda-293083424.html
პარლამენტის საგამოძიებო კომისიას საქმიანობის ვადა გაუგრძელდა
პარლამენტის საგამოძიებო კომისიას საქმიანობის ვადა გაუგრძელდა
Sputnik საქართველო
თავიდან, 5 თებერვალს შექმნილ კომისიას სამი თვის განმავლობაში უნდა ემუშავა. 29.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-29T17:00+0400
2025-04-29T17:00+0400
2025-04-29T17:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_f47842f6cb27d90623beae5f186a61ae.jpg
თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, საქმიანობის ვადა 5 ივნისამდე გაუგრძელდება, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ..დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადის გახანგრძლივების შუამდგომლობით პარლამენტს კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა 28 აპრილს მიმართა.მისი თქმით, საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ, ფაქტობრივად, ამოუწურავია „ნაცმოძრაობის“ კრიმინალური რეჟიმის უმძიმეს დანაშაულთა ნუსხა.დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით. საქართველოს კანონით, სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა და სხდომაზე გამოცხადებისგან თავის არიდება ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს გადახდა უკვე დააკისრა ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს, „ნაცმოძრაობის" ყოფილ წევრ გივი თარგამაძეს, ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და პარტია „ახალის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა გვარამიას, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თავდაცვის ყოფილი მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსა და ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს. ბრალდება წარედგინა პარტია „ახალის" ლიდერ ნიკა მელიასაც.13 თებერვლიდან კომისიამ 17 სხდომა ჩაატარა, გამოიკითხა 55 პირი, მათგან 30 - დაზარალებულის სტატუსით. გამოკითხულთა რიცხვში არ იგულისხმებიან ის პირები, რომლებმაც სხდომაზე გამოცხადებაზე უარი თქვეს.წულუკიანის განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს კომისიის დასკვნის პროექტზე მუშაობა, შედგენილია 100-ზე მეტი გვერდი, პირველ რიგში, წამება-არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.კომისიის საქმიანობასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების ადგილსა და სიხშირეს ადგენს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს სულ მცირე ორი სხდომა.კომისია მუშაობის შედეგების საფუძველზე მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში. კომისიის დასკვნაში იქნება რეკომენდაციები დამნაშავეების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი ზომების შესახებ.პარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაეგზავნება პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველსაყოფად.მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ უკვე განაცხადეს, რომ ანგარიშმა, შესაძლოა, ქვეყანაში არაერთი წამყვანი ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად აღიარება გამოიწვიოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_107:0:1815:1281_1920x0_80_0_0_e58b4d2185634f2999951a427985a5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
პარლამენტის საგამოძიებო კომისიას საქმიანობის ვადა გაუგრძელდა
თავიდან, 5 თებერვალს შექმნილ კომისიას სამი თვის განმავლობაში უნდა ემუშავა.
თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, საქმიანობის ვადა 5 ივნისამდე გაუგრძელდება, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ..
დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადის გახანგრძლივების შუამდგომლობით პარლამენტს კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა 28 აპრილს მიმართა.
„საპარლამენტო უმრავლესობა შევთანხმდით და მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც ეს დაანონსებული გვქონდა წინა პერიოდშიც, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას გავუგრძელებთ საქმიანობის ვადას 5 ივნისამდე", - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ, ფაქტობრივად, ამოუწურავია „ნაცმოძრაობის“ კრიმინალური რეჟიმის უმძიმეს დანაშაულთა ნუსხა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ კომისია ცდილობს მაქსიმალურად მოკლე ვადებში მცირე ნაწილი მაინც გამოიკვლიოს იმ სისასტიკიდან, რომელიც დღეს პოლიტიკოსად წოდებულმა აგენტურამ დაატეხა ქვეყანას“, - განაცხადა მდინარაძემ.
დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით.
საქართველოს კანონით, სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა და სხდომაზე გამოცხადებისგან თავის არიდება ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს გადახდა უკვე დააკისრა ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს, „ნაცმოძრაობის" ყოფილ წევრ გივი თარგამაძეს, ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და პარტია „ახალის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა გვარამიას, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თავდაცვის ყოფილი მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსა და ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს. ბრალდება წარედგინა პარტია „ახალის" ლიდერ ნიკა მელიასაც.
13 თებერვლიდან კომისიამ 17 სხდომა ჩაატარა, გამოიკითხა 55 პირი, მათგან 30 - დაზარალებულის სტატუსით. გამოკითხულთა რიცხვში არ იგულისხმებიან ის პირები, რომლებმაც სხდომაზე გამოცხადებაზე უარი თქვეს.
წულუკიანის განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს კომისიის დასკვნის პროექტზე მუშაობა, შედგენილია 100-ზე მეტი გვერდი, პირველ რიგში, წამება-არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების ადგილსა და სიხშირეს ადგენს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს სულ მცირე ორი სხდომა.
კომისია მუშაობის შედეგების საფუძველზე მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში. კომისიის დასკვნაში იქნება რეკომენდაციები დამნაშავეების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი ზომების შესახებ.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაეგზავნება პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველსაყოფად.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ უკვე განაცხადეს, რომ ანგარიშმა, შესაძლოა, ქვეყანაში არაერთი წამყვანი ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად აღიარება გამოიწვიოს.