https://sputnik-georgia.com/20250429/inprastruqturis-ministris-moadgileebis-vinaoba-cnobilia-293089714.html
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია
Sputnik საქართველო
აპრილში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაიყო და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყება შეიქმნა. 29.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-29T16:59+0400
2025-04-29T16:59+0400
2025-04-29T16:59+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708415_0:34:3078:1765_1920x0_80_0_0_922ffdf60a024314b06c0b7ea1f79dfc.jpg
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრ რევაზ სოხაძის წარდგინებით, მინისტრის პირველ მოადგილედ – ვახუშტი ბაგრატიონი, ხოლო მინისტრის მოადგილედ გიორგი კობერიძე დაინიშნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ვახუშტი ბაგრატიონი პროფესიით გეოლოგია, მას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება წარმოების მართვის, კომერციული ოპერაციებისა და საერთაშორისო ბიზნესის განვითარების სფეროებში. 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა ღვინის წარმოების ბიზნესს, ასევე სხვადასხვა დროს მუშაობდა „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების პროექტის მენეჯერად, წლების განმავლობაში ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები სხვადასხვა მსხვილ სამშენებლო კომპანიაში. გიორგი კობერიძე პროფესიით იურისტია. 2014-2015 წლებში იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ასევე იყო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე, მოგვიანებით კი – დირექტორი. ასევე მუშაობდა შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” (GWP) სხვადასხვა საკვანძო თანამდებობაზე. რევაზ სოხაძის მოადგილეების თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებენ ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, მინისტრის მოადგილეები მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ. აპრილში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაიყო და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყება - რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩამოყალიბდა. რეგიონული განვითარების მინისტრის პორტფელი თბილისის ვიცე-მერმა კახა გულედანმა დაიკავა. ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ წარუდგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708415_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_59164ede48d19bcb654db0aeb40cd98e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია
აპრილში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაიყო და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყება შეიქმნა.
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრ რევაზ სოხაძის წარდგინებით, მინისტრის პირველ მოადგილედ – ვახუშტი ბაგრატიონი, ხოლო მინისტრის მოადგილედ გიორგი კობერიძე დაინიშნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვახუშტი ბაგრატიონი პროფესიით გეოლოგია, მას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება წარმოების მართვის, კომერციული ოპერაციებისა და საერთაშორისო ბიზნესის განვითარების სფეროებში. 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა ღვინის წარმოების ბიზნესს, ასევე სხვადასხვა დროს მუშაობდა „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების პროექტის მენეჯერად, წლების განმავლობაში ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები სხვადასხვა მსხვილ სამშენებლო კომპანიაში.
გიორგი კობერიძე პროფესიით იურისტია. 2014-2015 წლებში იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ასევე იყო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე, მოგვიანებით კი – დირექტორი. ასევე მუშაობდა შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” (GWP) სხვადასხვა საკვანძო თანამდებობაზე.
რევაზ სოხაძის მოადგილეების თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებენ ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, მინისტრის მოადგილეები მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ.
აპრილში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაიყო და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყება - რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩამოყალიბდა. რეგიონული განვითარების მინისტრის პორტფელი თბილისის ვიცე-მერმა კახა გულედანმა დაიკავა.
ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ წარუდგინა.