მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვან ი: „ბრიქსი“ მშვიდობისა და განვითარების ბურჯი უნდა გახდეს

  - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2025
გამოწერა
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. „ბრიქსის“ ქვეყნებმა წამყვანი როლი უნდა აიღონ და მშვიდობისა და განვითარების ბურჯად უნდა იქცნენ, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ „ბრიქსის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რიო-დე-ჟანეიროში.
მისი თქმით, საერთაშორისო ვითარება ღრმა ცვლილებებს განიცდის და მსოფლიო ტურბულენტობისა და გარდაქმნის პერიოდშია. შესაბამისად, მშვიდობისა და განვითარების საკითხები სერიოზულ გამოწვევებს აწყდება, ხოლო საერთაშორისო გარემო, რომელიც მშვიდობასა და განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს, საფრთხის ქვეშ ექცევა.
„ბრიქსის“ ქვეყნებმა, არიან რა კონსტრუქციული და პოზიტიური ძალა საერთაშორისო არებნაზე, საკუთარ თავზე უნდა აიღონ წამყვანი როლი და მშვიდობისა და განვითარების ბურჯად იქცნენ“, — აღნიშნა ვან იმ.
ჩინელი დიპლომატის განმარტებით, ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში იმაზე, შეძლებენ თუ არა ქვეყნები სწორი აჩევნის გაკეთებას, პირდაპირაა დამოკიდებული კაცობრიობის ბედი.
ყველა ახალი ამბავი
0