https://sputnik-georgia.com/20250428/saqartveloshi-sawarmoo-ubeduri-shemtxvevebis-raodenoba-shemcirda-293078247.html
საქართველოში მუშაობა უფრო უსაფრთხო გახდა: სამუშაო ადგილებზე სიკვდილიანობა შემცირდა
საქართველოში მუშაობა უფრო უსაფრთხო გახდა: სამუშაო ადგილებზე სიკვდილიანობა შემცირდა
Sputnik საქართველო
2024 წელს საქართველოში სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა და 257 დაშავდა. 28.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-28T20:15+0400
2025-04-28T20:15+0400
2025-04-28T20:15+0400
საქართველო
ადამიანის უფლებები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260671045_0:380:2965:2048_1920x0_80_0_0_dbcba6c962a50494c163f05977a67786.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოში სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევები ბოლო 7 წლის მანძილზე 44%-ით შემცირდა, ნათქვამია შრომის ინსპექციის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.28 აპრილი სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომლის მიზანი ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებისთვის, დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისთვის იმის შეხსენებაა, რომ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა მნიშვნელოვანია დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.შრომის ინსპექციის ცნობით, 2024 წელს საქართველოში სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა და 257 დაშავდა. 2023 წელს კი სამუშაო ადგილზე 349 ადამიანი დაშავდა და 35 გარდაიცვალა. 2024 წელს უწყებამ შრომის უსაფრთხოების ნორმებზე ზედამხედველობის მიმართულებით 3.201 ინსპექტირება ჩაატარა. შედეგად შემოწმდა 1.901 ობიექტი, ინსპექტირება შეეხო 84.157-მდე დასაქმებულ პირს. გაიცა 20.081 მითითება, რომლისთვისაც ჯამში შედგა 2279 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.უწყებამ ასევე აღნიშნა სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება: 2024 წელს იგი 2023 წელთან შედარებით 24%-ით შემცირდა. ასევე, 2024 წელს წინა წელთან შედარებით 25%-ით შემცირდა საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად მძიმედ დაშავებული დასაქმებულების რაოდენობა. საშუალო სიმძიმის დაზიანებების მქონე დასაქმებულთა რიცხვი კი შემცირდა 26%-ით.საქართველოში მრავალი წელი იდგა შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის პრობლემა, რაც საწარმოებში ხშირად იწვევდა უბედურ შემთხვევებს. შრომის უსაფრთხოების პრობლემა ყველაზე მწვავედ 2018 წელს დადგა, როდესაც წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე 59 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ გააუმჯობესა კანონმდებლობა და სამუშაო ადგილის უსაფრთხოება პრიორიტეტად აქცია.2018 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელშიც შრომის უსაფრთხოებისა და კონტროლის სისტემის სტანდარტებია გაწერილი. მოგვიანებით კანონი უფრო სრულყოფილი გახდა, ხოლო შრომის ინსპექციის მანდატი გაფართოვდა.ახლა შრომის ინსპექცია ამოწმებს როგორც უსაფრთხოების წესების დაცვას სამუშაო ადგილებზე, ისე განიხილავს სამუშაო გრაფიკის დაცვის საკითხებს, მონიტორინგს უწევს დაქირავებულთა შესაძლო დისკრიმინაციას, მათი შრომითი უფლებებისა და დამსაქმებლების მიერ შრომითი კოდექსის ნორმების დაცვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260671045_427:465:2537:2048_1920x0_80_0_0_ce61a1e5acf4f6b0df33299684e0c5ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ადამიანის უფლებები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ადამიანის უფლებები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში მუშაობა უფრო უსაფრთხო გახდა: სამუშაო ადგილებზე სიკვდილიანობა შემცირდა
2024 წელს საქართველოში სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა და 257 დაშავდა.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოში სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევები ბოლო 7 წლის მანძილზე 44%-ით შემცირდა, ნათქვამია შრომის ინსპექციის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
28 აპრილი სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომლის მიზანი ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებისთვის, დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისთვის იმის შეხსენებაა, რომ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა მნიშვნელოვანია დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
შრომის ინსპექციის ცნობით, 2024 წელს საქართველოში სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა და 257 დაშავდა. 2023 წელს კი სამუშაო ადგილზე 349 ადამიანი დაშავდა და 35 გარდაიცვალა.
2024 წელს უწყებამ შრომის უსაფრთხოების ნორმებზე ზედამხედველობის მიმართულებით 3.201 ინსპექტირება ჩაატარა. შედეგად შემოწმდა 1.901 ობიექტი, ინსპექტირება შეეხო 84.157-მდე დასაქმებულ პირს.
გაიცა 20.081 მითითება, რომლისთვისაც ჯამში შედგა 2279 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
უწყებამ ასევე აღნიშნა სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება: 2024 წელს იგი 2023 წელთან შედარებით 24%-ით შემცირდა. ასევე, 2024 წელს წინა წელთან შედარებით 25%-ით შემცირდა საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად მძიმედ დაშავებული დასაქმებულების რაოდენობა. საშუალო სიმძიმის დაზიანებების მქონე დასაქმებულთა რიცხვი კი შემცირდა 26%-ით.
საქართველოში მრავალი წელი იდგა შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის პრობლემა, რაც საწარმოებში ხშირად იწვევდა უბედურ შემთხვევებს. შრომის უსაფრთხოების პრობლემა ყველაზე მწვავედ 2018 წელს დადგა, როდესაც წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე 59 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ გააუმჯობესა კანონმდებლობა და სამუშაო ადგილის უსაფრთხოება პრიორიტეტად აქცია.
2018 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელშიც შრომის უსაფრთხოებისა და კონტროლის სისტემის სტანდარტებია გაწერილი. მოგვიანებით კანონი უფრო სრულყოფილი გახდა, ხოლო შრომის ინსპექციის მანდატი გაფართოვდა.
ახლა შრომის ინსპექცია ამოწმებს როგორც უსაფრთხოების წესების დაცვას სამუშაო ადგილებზე, ისე განიხილავს სამუშაო გრაფიკის დაცვის საკითხებს, მონიტორინგს უწევს დაქირავებულთა შესაძლო დისკრიმინაციას, მათი შრომითი უფლებებისა და დამსაქმებლების მიერ შრომითი კოდექსის ნორმების დაცვას.