https://sputnik-georgia.com/20250428/gorshi-dachrili-meore-mamakacic-daigupa-293074651.html
გორში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი სროლის დროს დაჭრილი მეორე მამაკაციც გარდაიცვალა
გორში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი სროლის დროს დაჭრილი მეორე მამაკაციც გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
ორი პირის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 28.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-28T14:12+0400
2025-04-28T14:12+0400
2025-04-28T14:12+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/16/282569535_0:26:3068:1752_1920x0_80_0_0_4d740b3625665bdc524798cd22944dec.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი მეორე პირი - 55 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება ქართული მედია. შემთხვევა „გალერეაში" დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე შუახნის მამაკაცმა მეორე მაღაზიის მფლობელს და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგად 32 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილის მამა, დაჭრილი 55 წლის მამაკაცი „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა სამედიცინო ცენტრ „გორმედში“გადაიყვანა. მას სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. მამაკაცს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ბრალდებული და მამა-შვილი დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ და ათეული წლებია, „გალერეაში“ მაღაზიებს ფლობდნენ. სავაჭრო ცენტრის თანამშრომლების ინფორმაციით, მოვაჭრეებს ერთმანეთთან კონფლიქტი სარეალიზაციო პროდუქციის თაობაზე მოუვიდათ. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ბრალდებული, 50 წლის მამაკაცი, შემთხვევის ადგილზე დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/16/282569535_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_8674687ad5b0228984f11fd507a8a9dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
გორში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი სროლის დროს დაჭრილი მეორე მამაკაციც გარდაიცვალა
ორი პირის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი მეორე პირი - 55 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა „გალერეაში" დღეს დილით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე შუახნის მამაკაცმა მეორე მაღაზიის მფლობელს და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგად 32 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
გარდაცვლილის მამა, დაჭრილი 55 წლის მამაკაცი „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა სამედიცინო ცენტრ „გორმედში“გადაიყვანა. მას სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. მამაკაცს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ბრალდებული და მამა-შვილი დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ და ათეული წლებია, „გალერეაში“ მაღაზიებს ფლობდნენ.
სავაჭრო ცენტრის თანამშრომლების ინფორმაციით, მოვაჭრეებს ერთმანეთთან კონფლიქტი სარეალიზაციო პროდუქციის თაობაზე მოუვიდათ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული, 50 წლის მამაკაცი, შემთხვევის ადგილზე დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.