„ბათუმობას" 3-4 მაისს იზეიმებენ

© Sputnik / Seyran Baroyan„ბათუმობის" დღესასწაული
„ბათუმობის დღესასწაული - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2025
გამოწერა
წელს, როგორ წინა წლებში, ხელისუფლება ბათუმელებს სხვადასხვა გასართობ პროგრამას შესთავაზებს.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. სახალხო დღესასწაული „ბათუმობა 2025“ 3-4 მაისს საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ გაიმართება, ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.
„ბათუმობა" ტრადიციულად სექტემბრის დასაწყისში აღინიშნებოდა, თუმცა 2019 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვის შემდეგ, ხელისუფლებამ დღესასწაულის გაზაფხულზე გადატანა გადაწყვიტა. წელს ბათუმელები ქალაქის 137-ე იუბილეს იზეიმებენ.
უწყების ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, კლასიკური, თანამედროვე მუსიკისა და ქართული ფოლკლორის კონცერტები.
სპეციალურად განთავსებულ დახლებსა და ჯიხურებში მოეწყობა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, გასტრონომიული კუთხე.
დღესასწაულზე საპატიო ბათუმელებს დააჯილდოვებენ. სულ ბოლოს კი „ბათუმობა" გალა-კონცერტით დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0