https://sputnik-georgia.com/20250427/samegreloshi-narkodanashaulistvis-moldavetis-moqalaqe-kaalaves-293064001.html
სამეგრელოში ნარკოდანაშაულისთვის მოლდოვას მოქალაქე დააკავეს
სამეგრელოში ნარკოდანაშაულისთვის მოლდოვას მოქალაქე დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 27.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-27T11:40+0400
2025-04-27T11:40+0400
2025-04-27T11:40+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. სამეგრელოში სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით მოლდოვას მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრელებულ ინფორმაციაში. 40 წლის მამაკაცს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მომზადებაში. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 91 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ელექტროსასწორი, წებოვანი ლენტები და ფული. გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 18-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მომზადებას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
სამეგრელოში ნარკოდანაშაულისთვის მოლდოვას მოქალაქე დააკავეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. სამეგრელოში სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით მოლდოვას მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრელებულ ინფორმაციაში.
40 წლის მამაკაცს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მომზადებაში.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 91 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს.
პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ელექტროსასწორი, წებოვანი ლენტები და ფული.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 18-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მომზადებას გულისხმობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.