https://sputnik-georgia.com/20250427/ramdenad-epeqturad-xorcieldeba-narkotikebze-shemowmeba-293061298.html
რამდენად ეფექტურად ხორციელდება ნარკოტიკებზე შემოწმება საქართველოში?
რამდენად ეფექტურად ხორციელდება ნარკოტიკებზე შემოწმება საქართველოში?
Sputnik საქართველო
საქართველოში ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. 27.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-27T12:11+0400
2025-04-27T12:11+0400
2025-04-27T12:11+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. 2025 წლის პირველ კვარტალში სამართალდამცველების მიერ შემოწმებული პირების 75,3%-ს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი დაუდასტურდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.2025 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში პოლიციამ ნარკოტიკების მოხმარებაზე 1.479 პირი შეამოწმა - ექსპერტიზის თანახმად 1.113 პირს დადებითი შედეგი დაუდასტურდა.მეორე ადგილზეა ქვემო ქართლის რეგიონი, სადაც 212 ადამიანიდან ნარკოტიკების მოხმარება 184-ს დაუდასტურდა. მესამე ადგილზეა კახეთის რეგიონი, სადაც ნარკოტიკული თრობა 144 პირიდან 80-ს დაუფიქსირდა.საქართველოში ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. თუმცა, საქართველოში მარიხუანას მოხმარება ნებადართულია, მაგრამ მხოლოდ მკაცრად შეზღუდულ ადგილებში. რაც შეეხება შენახვას, მასზე ვრცელდება იგივე წესები, რაც სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზეა გათვალისწინებული.ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, ნარკოტიკების, მათი ანალოგებისა და პრეკურსორების მოხმარება, ასევე მათი შეძენა, შენახვა, წარმოება და გადაზიდვა 1-ელი ივნისიდან გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500-დან 2 ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარი ასევე ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 2 ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენად ეფექტურად ხორციელდება ნარკოტიკებზე შემოწმება საქართველოში?
საქართველოში ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. 2025 წლის პირველ კვარტალში სამართალდამცველების მიერ შემოწმებული პირების 75,3%-ს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი დაუდასტურდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
2025 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში პოლიციამ ნარკოტიკების მოხმარებაზე 1.479 პირი შეამოწმა - ექსპერტიზის თანახმად 1.113 პირს დადებითი შედეგი დაუდასტურდა.
ყველაზე მეტი ადამიანი თბილისში შეამოწმეს. 640 შემოწმებული პირიდან 542 ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
მეორე ადგილზეა ქვემო ქართლის რეგიონი, სადაც 212 ადამიანიდან ნარკოტიკების მოხმარება 184-ს დაუდასტურდა. მესამე ადგილზეა კახეთის რეგიონი, სადაც ნარკოტიკული თრობა 144 პირიდან 80-ს დაუფიქსირდა.
საქართველოში ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. თუმცა, საქართველოში მარიხუანას მოხმარება ნებადართულია, მაგრამ მხოლოდ მკაცრად შეზღუდულ ადგილებში. რაც შეეხება შენახვას, მასზე ვრცელდება იგივე წესები, რაც სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზეა გათვალისწინებული.
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, ნარკოტიკების, მათი ანალოგებისა და პრეკურსორების მოხმარება, ასევე მათი შეძენა, შენახვა, წარმოება და გადაზიდვა 1-ელი ივნისიდან გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500-დან 2 ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარი ასევე ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 2 ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.